ანონსები

22 დეკემბერი
დავით კენჭაძის მასტერკლასი: როგორ გავზარდოთ თანამშრომლების ეფექტურობა

22 დეკემბერს 10:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის 405-ე აუდიტორიაში ჩატარდება მასტერკლასი სახელწოდებით: „როგორ გავზარდოთ თანამშრომლების ეფექტურობა“, რომელსაც წარუძღვება ცნობილი ტრენერი დავით კენჭაძე.
დავით კენჭაძე არის ბიზნეს კონსულტანტი, ქოუჩი, ტრენერი და საკონსულტაციო ჯგუფის გენერალური დირექტორი. მისი კომპანიის მიზანია დაეხმაროს ადამიანებსა და კომპანიებს მათი მიზნების მიღწევაში. დავითმა კარიერის განმავლობაში კონსულტაცია გაუწია 100-ზე მეტ კომპანიას და 150 000-ზე მეტ ადამიანს.

დავითს აქვს ტოპ მენეჯერად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, რომლის დროსაც მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია გაიზარდა 1624%-ით, ზედიზედ 4 წლის განმავლობაში გახდა ოქროს ბრენდის გამარჯვებული, ბაზრის წილი 10%-დან გაზარდა 34%-მდე და გახდა ბაზრის ლიდერი კომპანია.

მანამ სანამ დავითი გახდებოდა ტოპ მენეჯერი და ქოუჩი მას ჰქონდა წარმატებული კარიერა გაყიდვებში, მარკეტინგში, პროდუქტების განვითარებაში, ოპერაციების მართვაში, საბანკო სფეროსა და მენეჯმენტის კონსალტინგში