ანონსები

08 დეკემბერი
სერტიფიცრებული ტრეინინგი: არჩევნები და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა

8 დეკემბერს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება ინტერაქტიული ხასიათის სემინარები არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პასუხი დარგის სპეციალისტისაგან.

სემინარების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატები.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას და ახალგაზრდების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც პირველად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. პროგრამა ინტერაქტიული მეთოდის გამოყენებით საშუალებას მისცემს სტუდენტებს თავად გასცენ პასუხი და ჩამოაყალიბონ ძირითადი მიზეზები, თუ რატომ უნდა იყოს აქტიური ახალგაზრდა ამომრჩეველი.

სემინარის ხანგრძლივობა არის ერთი საათი.

იმის გათვალისწინებით, რომ სემინარები გაიმართება სასწავლო კვირის განმავლობაში, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ აირჩიონ მათთვის მოსახერხებელი დრო.
სემინარები ჩატარდება 2015 წლის 8 დეკემბერს 15:00; 16:00 ან 17:00 საათებზე 404-ე აუდიტორიაში.

სემინარები ძირითადად განკუთვნილია I და II კურსის სტუდენტებისათვის, თუმცა მაღალ კურსელებსაც შეუძლიათ დასწრება.