ანონსები

24 აპრილი
თეოლოგის აუცილებლობა დღეს და მისი ადგილი საუნივერსიტეტო სწავლებაში

24 – 28 აპრილის განმავლობაში სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობს კატალონიის (ესპანეთი) უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ემერიტი პროფესორი, ხოსე ჯილ ი რიბასი. ვიზიტის ფარგლებში ესპანელმა პროფესორმა მოხსენებები წაიკითხა სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 28 მარტს, სტუმარი საინტერესო მოხსენებას გააკეთებს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. (პირველი კორპუსი, 317-ე აუდიტორია).
თუ რამდენად არის საჭირო თეოლოგია დღეს, რა ადგილი უნდა ეკავოს მას საუნივერსიტეტო სწავლებაში, რა ფორმით უნდა ისწავლებოდეს იგი და ა. შ. მსგავს კითხვებზე ისაუბრებს პროფესორი რიბასი.

ხოსე ჯილ ი რიბასი დაიბადა რეუსში (ესპანეთი) 1928 წელს, სწავლობდა ტარაგონას სემინარიაში. 1947-1951 წლებში სწავლობდა რომში გრეგორიანულ უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტზე, ამავე პერიოდში მან მიიღო მღვლად ხელდასხმაც. 1951 წელს თეოლოგის ხარისხის მიღების შემდეგ ბრუნდება კატლარის ეპარქიაში, სადაც მსახურებდა 2003 წლამდე, მიუნსტერსა და პადერბორნში სწავლის დასრულების შემდეგ 1982 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი.
60-იან წლებში მიწვეული იყო თეოლოგიის მასწავლებლად ეპარქიის სემინარიაში, 1972 წლიდან მუშაობდა მიწვეულ პროფესორად კატალონიის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც კითხულობდა სასწავლო კურსს ესქატოლოგიაში. მალევე მან დაიწყო ბარსელონ ის რელიგიურ მეცნიერებათა უმაღლეს ინსტიტუტში სწავლება(შემდგომში თეოლოგიის ინსტიტუტი) და მოგვიანებით ტარაგონის რელიგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (შემდგომში თეოლოგიის ინსტიტუტი) . ასევე მიწვეული იყო ლექტორად ტულუზაში (საფრანგეთი), მონაწილეობდა სხვადასხვა აკადემიურ ღონისძიებებში ტულუზაში, ლიონსა და ტუბინგენში.

კატალონიის თეოლოგიის ფაკულტეტზე მრავალწლიანი მოღვაწეობის დროს ის კითხულობდა ლექციებს შემდეგ სასწავლო კურსებზე: ესქატოლოგია, ქრისტოლოგია, ეკლესიოლოგია, საკრამენტოლოგია და თეოლოგიური ანთროპოლოგია. ის არის კატალონიის დოქტორთა სამეფო აკადემიის (Royal Academy of Doctors of Catalonia) წევრი.
გარდა ამისა გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიკაცია ცნობილ ჟურნალებში და წიგნი, როგორიცაა: Signes de pertinença a l’Església (პირველი გამოცემა), სიკვდილს არ აქვს ასაკი (Els nostres morts no envelleixen), ღმერთი,ადამიანი, სამყარო/მსოფლიო (Dios, Hombre, Mundo); მარიამის ცხოვრება (La vida de María), თეოლოგიური აზროვნების თავგადასავალი (L’aventura del pensament teològic); ესქატოლოგია; მარიოლოგია (შენიშნვები) (Mariologia (apunts)); იესო, უფლის ძე და ადამიანის ძმა (Jesús, Fill de Déu i germà dels homes); და სხვ.