ანონსები

23 მაისი
საჯარო ლექცია: ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში

23 მაისს, 16:00 საათზე საბაუნის ბიბლიოთეკაში ჩატარდება შეხვედრა, თემაზე ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში. მოხსენებას წაიკითხავენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პეზიდენტი ვალბურგა ჰაფსბურგ დუგლასი და საქართველოს ყოფილი სრულუფებიანი ელჩი გერმანიაში გაბრიელა ვონ ჰაბსბურგი. დოქტორი ვალბურგა ჰაბსბურგ დუგლასი შვედეთის ყოფილი პარლამენტარია, ის ორგანიზაცია „კომუნიზმის დანაშაულის საინფორმაციო ინსტიტუტის“ მმართველი საბჭოს წევრია. გაბრიელა ვონ ჰაბსბურგს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. მისი მხარდაჭერით, ჩვენი სტუდენტები იღებენ სოციალურ სტიპენდიას სტუდენტზე 1000 ლარის ოდენობით.