ანონსები

10 ივნისი
Creative Vision

➢ თუ ოდესმე გიფიქრია ბიზნესის დაწყებაზე;
➢ თუ ხარ კრეატიული;
➢ გსურს გაიცნო ახალი ადამიანები და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება, მაშინ
ეს პროექტი შენთვისაა

ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა, აიესაი, ატარებს ბიზნეს ფორუმს სახელწოდებით "Creative Vision"

პროექტის განმავლობაში, მონაწილეებს Start-Up-ების შესახებ სხვადასხვა სახის, სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდიან ბიზნესის სფეროში წარმატებული და კომპეტენტური პირები.
პროექტი უმეტესწილად ინტერაქტიული ხასიათისაა, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები იმუშავებენ კონკრეტულ ვორქშოფებზე, კერძოდ, კი მათ მიეცემათ გარკვეული სახის დავალებები, რომლის შესრულების შემდეგ, შეძლებენ ინოვაციური იდეების გენერირებას ჩვენს მიერ დაკომპლექტებულ გუნდებთან ერთად.
კომპეტენტური ჟიური გამოავლენს საუკეთესო იდეის მქონე, გამარჯვებულ გუნდს, რომელთაც გადაეცემათ სხვადასხვა სახის პრიზები.

პროექტი დაგეხმარებათ:

✔ აიმაღლოთ ცნობიერება ბიზნეს სფეროში;
✔ გამოიმუშაოთ პრაქტიკული უნარ–ჩვევები;
✔შეიძინოთ გუნდური მუშაობის გამოცდილება;
✔დასახოთ სწორი სტრატეგია და აქციო თქვენი ინოვაციური იდეები წარმატებულ ბიზნესად.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება

✓ ყველას, 17–29 წლის ჩათვლით.
✓ პროექტის გაგრძელდება ორი დღის განმავლობაში.
თარიღი: 10–11 ივნისი.
✓ პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი
✓ პროექტის ორივე დღეს გათვალისწინებული იქნება დრო Coffee Break-ისთვის.
✓ პროექტში მონაწილეობა უფასოა

�აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა - 5 ივნისი.

რეგისტრაციისთვის: ბმული
�მონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე

პროექტის სპონსორები არიან:
✓ ყავა „ჩერი“
✓ ‘’იკანო"
✓ Boom Fire
✓ ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“
✓ ხელნაკეთი ნივთები „კოდალა“ და ა.შ.
ჩამონათვალს კიდევ დაემატება სხვადასხვა კომპანიის საინტერესო და გამორჩეული პრიზები და შემოთავაზებები, რომლებსაც მიიღებენ ჩვენი მონაწილეები.

ეს ყველაფერი არ არის! მონაწილეებს ელოდებათ ძალიან ბევრი სიურპრიზი და, რაც მთავარია, ორი სახალისო, დატვირთული და პროდუქტიული დღე!�

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე👉 598146262