ანონსები

14 ივნისს, 16:00 საათზე 405 აუდიტორიაში, საბაუნის თეოლოგიის პროგრამის პროფესორი, დოქტორი, მამა პიერ დიუმლენი ჩაატარებს შეხვედრას თემაზე - 1917 წლის ღვთისმშობლის გამოცხადება.

10 ივნისი
Creative Vision

➢ თუ ოდესმე გიფიქრია ბიზნესის დაწყებაზე;
➢ თუ ხარ კრეატიული;
➢ გსურს გაიცნო ახალი ადამიანები და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება, მაშინ
ეს პროექტი შენთვისაა

2017 წლის 6-8 ივნისს საბაუნიში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი ,,კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“.

  • 2ივნისი, 17:00 საათი
  • ვორქშოპზე განსახილველი საკითხები:
    • სამსახურებრივ ურთიერთობებში სასარგებლო ფსიქო - სოციალურ ტექნიკებს; • ერთობლივად დავგეგმავთ რეალურად განსახორციელებელი ღონისძიების სამოქმედო გრაფიკს; • დროის ეფექტური განაწილება, საბოლო ვადებში ჩატევა;

საბაუნიში სტუმრად მოძრაობა kar.ge-ს დამფუძნებელი, ბ-ნი ტარიელ ზივზივაძე. თემა: მზარდი ეკონომიკური ოკუპაცია საქართველოში. გამოსავალი?

სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით 31 მაისს #404 აუდიტორიაში 18:00 საათზე გაიმართება ფილმის "განაჩენი" ჩვენება განხილვა.

29 მაისს საბაუნიში საჯარო ლექციას წაიკითხავს ქართველი ორიენტალისტი-ასირიოლოგი, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი, ლიტერატორი, ილიას უნივერსიტეტის ემერიტუსი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ კიკნაძე.

29 მაისს 19:00 საათზე 206-ე აუდიტორიაში ჩატარდება მორიგი პოლონელი სტუმრის, პროფესორ Marcin Burzec ის საჯარო ლექცია საგადასახადო სამართლებრივ სისტემებთან დაკავშირებით სახელწოდებით: Introduction to polish tax law

ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 24 მაისს, 17:00 საათზე, საბაუნის ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა პროფესორ სოფო ზვიადაძესთან.

23 მაისს, 16:00 საათზე საბაუნის ბიბლიოთეკაში ჩატარდება შეხვედრა, თემაზე ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში. მოხსენებას წაიკითხავენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პეზიდენტი ვალბურგა ჰაფსბურგ დუგლასი და საქართველოს ყოფილი სრულუფებიანი ელჩი გერმანიაში გაბრიელა ვონ ჰაბსბურგი. დოქტორი ვალბურგა ჰაბსბურგ დუგლასი შვედეთის ყოფილი პარლამენტარია, ის ორგანიზაცია „კომუნიზმის დანაშაულის საინფორმაციო ინსტიტუტის“ მმართველი საბჭოს წევრია. გაბრიელა ვონ ჰაბსბურგს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. მისი მხარდაჭერით, ჩვენი სტუდენტები იღებენ სოციალურ სტიპენდიას სტუდენტზე 1000 ლარის ოდენობით.

📌 საბაუნის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის !
სულხან-საბა ორბელიანის სტუდენტურ საქმეთა ცენტრის, სამართლისა და დემოკრატის ინსტიტუტის, ბიზნესის კლუბის და კომპანია ზეარისის მხარდაჭერითა და თანამშრომლობით 2017 წლის 21 მაისიდან დაიწყება ლექციათა კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში.

18 მაისს, 15:00 საათზე საბაუნის 405 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "საკონსტიტუციო ცვლილებები, სიხლეები და გამოწვევები". მომხსენებელი ავთანდილ დემეტრაშვილი, ის ისაუბრებს ბოლო დროს საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებსა და სიახლეებზე. 

 

საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული 'პოლიტიკის კლუბის' ორგანიზებით, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "ნატო-საქართველოს ურთიერთობები - გამოწვევები, პერპექტივები". 

🔹 სულხან-საბა ორბელიანის სტუდენტურ საქმეთა ცენტრის; 🔹 სტუდენტური თვითმმართველობის; 🔹 სამართლის; 🔹 ბიზნესის; 🔹 თეოლოგიისა; 🔹 და პოლიტიკის სტუდენტური კლუბების 🔹 სამართლისა და დემოკრატიის ინსტიტუტის; 🔹 და საბაუნის სტუდენტების ორგანიზებით 16 მაისს 17:00 საათზე დიმა ხუციშვილის დასახმარებლად გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი.

სულხან-საბა ორბელიანის სტუდენტურ საქმეთა ცენტრი, ორგანიზაცია სოციალური დიალოგი სპორტში და სამართლისა და დემოკრატიის ინსტიტუტი გთავაზობთ ტრენინგს, პირველად ქართულ სამართლებრივ სივრცეში.

საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული 'პოლიტიკის კლუბის' ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა EducationUSA -ს კონსულტანტ, დალი ხომერიკთან და საქართველოში აშშ-ის საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორ გიორგი გაბუნიასთან.

☑ ფსიქოლოგი, ☑ ფსიქოტერაპევტი, ☑ იმიჯმეიქერი, ☑ ქალური პრაქტიკების ტრენერი, ☑ პერსონალური მწვრთნელი (ქოუჩი), ☑ ინფობიზნესმენი, ☑ ქალთა საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი და ☑ ფსიქოლოგიური ცენტრის დამაარსებელი ინგა ბლესის სემინარი საბაუნიში.

2 მაისს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით საბაუნიში ტარდება სტუდენტური კონფერენცია თემაზე: რელიგია, კულტურა, ტოლერანტობა.

 

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, საბაუნიში სტუმრად იმყოფება პოლონელი პროფესორი სამოქალაქო მიმართულების განხრით და რეგიონალური მოსამართლე Joanna Konecka.
ის წაიკითხავს საჯარო ლექციებს: 👉

🔹 Polish judicial system - 1 მაისი, 15:00საათი, აუდიტორია 206.
🔹 The judicial cooperation in civil matters in the UE - 4 მაისი, 15:00საათი, აუდიტორია 203

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს კახეთის რეგიონში ელექტრონული ტურიზმისა და კომერციის განვითარების კუთხით.