ანონსები

 შეხვედრა Socar Energy Georgia-ს კონსოლიდაციისა და ფინანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელ - ლევან ჯანყარაშვილთან და კომპანიის სხვა წარმომადგენლებთან.

👏 ისინი გაგაცნობენ კომპანიის მიერ შემოთავაზებულ 1C ERP საწარმოო რესურსების დაგეგმვის სისტემას და ამ კუთხით პრაქტიკისა და ტრენინგების შესაძლებლობებს.

ძალიან საინტერესო შეხვედრა deehubs-ისა და DAVID OS-ის თანადამფუძნებელ გიორგი გურგენიძესთან.
გიორგი ისაუბრებს დიჰაბსის ისტორიაზე, სამომავლო გეგმებზე და იმაზე, თუ რა არის საჭირო, რომ იყოთ მეწარმე.

სწრაფად ცვალებად სამყარში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ზღვარზე და სამუშაო ადგილის ძიების პროცესში გააცნობიერებთ, რომ მხოლოდ უნივერსიტეტში მიღებული განათლება ვერ უზრუნველყოფს თქვენი პროფესიული და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას.
სწორედ ამიტომ, საბაუნის სტუდენტურ საქმეთა ცენტრისა და რეფორმებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის ორგანიზებით, გთავაზობთ ტრენინგს „მართე შენი კარიერა“.

მოღვაწეობა დიპლომატიაში, სამწერლო ასპარეზზე და ზოგადად მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე. 

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ჩვენთან სტუმრად იმყოფება პოლონელი პროფესორი Malgorzata Wasek-Wiaderek. რომელიც წაიკითახავს საინტერესო ლექციებს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებზე, სასჯელის ფორმებსა და პოლონურ კანონმდებლობასთან შედარებით ანალიზზე.

საბაუნის ბიზნესის კლუბისა და სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, 21 მარტს 16:00 საათზე გვეწვევა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც სტუდენტებს ესაუბრება თემაზე: ჩემი როლი კარიერულ წინსვლაში

20 მარტს, საბაუნისა და ლიდერთა სკოლა " Prep School for Leaders" ორგანიზებით, გაიმართება ინტერაქტიული სემინარი თემაზე: როგორ გავხდეთ თავდაჯერებული ადამიანები.


20 მარტს, 3სთ-ზე, 404-ე აუდიტორიაში გაიმართება, ვარშავის სტეფან ვიშინსკის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ ჯოზეფ ლუპინსკის საჯარო ლექცია.

სტუდენტ თეოლოგთა კლუბის ფარგლებში სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ოთხშაბათს, 18 მარტს, 17:00 სთ-ზე 405 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა მამა გიორგი სხრირტლაძესთან თემაზე: ქრისტიანულ-ადამიანური ურთიერთობა დღეს და თანამედროვე რელიგიური ცნობიერება.

14 მარტს, საღამოს 7-ზე გეპატიჟებით პოეზიის საღამოზე.

7 მარტს, 404-ე აუდიტორიაში საბაუნის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: მედია და ანტიდასავლური პროპაგანდა.

სავალუტო ბაზარზე არსებული გამოწვევები, ლარის დევალვაცია, მისი გამომწვევი ფაქტორები და საპრევენციო პოლიტიკა, ცეტრალური ბანკის როლი მიმდინარე პროცესებში, ვალუტა როგორც პროდუქტი - ამ და სხვა საინტერესო ფინანსურ თემებზე იქნება საუბარი ამირან აზალაძის ტრენინგზე.

საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 202-ე აუდიტორიაში გაიმართება დისკუსია თემაზე: ტერორისტული საფრთხეების ტრანსფორმაცია ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

მოწვეული სპიკერი, რეკრუტინგული კომპანია HR Partners-ის დირექტორი ნინო ჯინჯოლავა, ისაუბრებს დასაქმების ბაზრის ტრენდებზე, დამსაქმებლის მოთხოვნებზე, რეზიუმეს ეფექტურ შედგენაზე, სოციალური მედიის გამოყენებაზე სამსახურის ძიების პროცესში, გასაუბრებისთვის მომზადებასა და სხვა საინტერესო საკითხებზე, რაც საოცნებო სამსახურის დასაწყებად აუცილებელი წინაპირობაა.

საბაუნის სტუდენტურ საქმეთა ცენტრისა და სამართლის დეკანატის ორგანიზებით, 17 ნოემბერს, 13:00სთ-ზე, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბაუნის ბიბლიოთეკაში გაიმართება პროფესორ დიმიტრი გეგენავას ინტერაქტიული სემინარი თემაზე სტუდენტი და კარიერა.

20 ოქტომბერი
საბაუნი Cinema

პროექტის ფარგლებში „საბაუნი cinema„ გაიმართება მორიგი ფილმის ჩვენება. გელით ყველას 

16 ოქტომბერი
ტური ყაზბეგში

სტუდენტთა საქმეთა ცენტრი კვირას 16 ოქტომბერს გეგმავს ერთ დღიან ტურს ყაზბეგში

7 ოქტომბერს 17:00 საათზე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის და პროფესორის მარკ ოლივიეს შეხვედრა საქართველოში მცხოვრებ ფრანგულენოვან საზოგადოებასთან, რომელიც ისაუბრებს თემაზე: „ფრანგული სეკულარიზმი, უცნობი სილამაზე“.
დასწრება შეუძლია ყველას, ვინც დაინტერესებულია, იცის და უყვარს ფრანგული ენა.

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის კლუბის ინიციატივით საბაუნიში გაიმართება ქართველ საზოგადო მოღვაწესთან, გიორგი ბაქრაძესთან შეხვედრა.

2016 წლის 17 ივნისს, 15 საათზე სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება პროექტის - „რაჭა-ჩემი სიყვარული“ პრეზენტაცია.
პროექტი ხორციელდება სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული სტუდენტური პროექტების კონკურსის - „ჩემი წარმატებული პროექტი“ ფარგლებში.