ანონსები

16 ივნისს 13:00 საათზე საბაუნის ეწვევა და საჯარო ლექციას წაიკითხავს წარმატებული ბიზნესმენი, TBC ბანკის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და მმართველი საბჭოს წევრი - პაატა ღაძაძე, რომელიც წლების განმავლობაში, ხელმძღვანელობდა საქართველოს საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგს (GPIH) და იყო სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის თანაშემწე.

 

25 მაისს 16:00 საათზე საბაუნიში ჩატარდება საჯარო ლექცია დისკუსია თემაზე: სექსუალური ძალადობა მცირეწლოვნებზე და მოწყვლად ადამიანებზე. საჯარო ლექციაზე განხილული იქნება თემასთან დაკავშირებული შემდეგ ასპექტები: საკითხისადმი ინტერდისციპლინარული მიდგომა, ისტორიული ექსკურსი, სექსუალური ძალადობის შედეგები, საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელობა აღნიშნული ფენომენის კვლევაში.

 

პარასკევს, 13 მაისს, საბაუნის 405-ე აუდიტორიაში გაიმართება "დასაქმების სააგენტო ეიჩეარის" მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმის პრეზენტაცია, რომლის დროსაც მომხსენებლები გაგვაცნობენ დასაქმების ფორუმზე წარსადგენ დოკუმენტაციას და უპასუხებენ დამსწრეთა კითხვებს.

 

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი (საქართველო), შავიზღვისპირეთის ეკონომიკისა და ინოვაციების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (უკრაინა) მხარდაჭერით, 2016 წლის 29 აპრილს ატარებს საერთაშრისო სამეცნიერო-პრაქტიკულ online კონფერენციას თემაზე: „თანამედროვე ეკონომიკური სივრცის ფორმირება: უპირატესობები, რისკები, რეალიზების მექანიზმები“.

31 მარტს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე პიერ დიუმულენის სამკითხველო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია-დისკუსია სტუდენტებისათვის: “საქართველოს ეროვნული ანტიკოროფციული პოლიტიკა და საჯარო სამსახურის რეფორმა“. ლექცია ორგანიზებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ.

18 მარტს, 17:00 საათზე სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის 313-ე აუდიტორიაში გაიმართება ტრეინინგი თემაზე: „როგორ დავწეროთ წარმატებული პროექტი“.

 

22 იანვარს, 14:00 საათზე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „თავშესაფარის მაძიებელთა და ლტოლვილთა დაცვის საკითხები“, რომელსაც წარუძღვება ქეთევან ქამაშიძე, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობიდან. ლექციაზე განხილული იქნება საზღვარგარეთ თავშესაფარის მაძიებელთა საკითხი და გაეროს როლი ამ საკითხების მოგვარებაში.

22 დეკემბერს 10:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის 405-ე აუდიტორიაში ჩატარდება მასტერკლასი სახელწოდებით: „როგორ გავზარდოთ თანამშრომლების ეფექტურობა“, რომელსაც წარუძღვება ცნობილი ტრენერი დავით კენჭაძე.

8 დეკემბერს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება ინტერაქტიული ხასიათის სემინარები არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პასუხი დარგის სპეციალისტისაგან.

1 დეკემბერს, 12:00 საათზე სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: „გენდერული თანასწორობა და მასთან დაკავშირებული საკითხები“. ლექციას წარუძღვება ექსპერტი გენდერის საკითხებში, ქ-ნი ირინე ჟვანია.

მხატვრული ფილმი "დავიწყებული მეფე" უწყვეტ კადრად, 105 წუთი
სექცია: ქართული პანორამა
წელი: 2012
405 აუდიტორიაში

სამშაბათს, 19 მაისს 18:00 სთ-ზე 405 აუდიტორიაში გაიმართება პოლიტიკის სადისკუსიო კლუბის მორიგი შეხვედრა.
საჯარო ლექციის მომხსენებელი იქნება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბონდო კუპატაძე, რომელიც მოხსენაბას გააკეთებს თემაზე: „სტალინიზმი - წარსულის გაკვეთილები“

სამშაბათს, 5 მაისს 18:00 სთ-ზე 405 აუდიტორიაში გაიმართება პოლიტიკის სადისკუსიო კლუბის მორიგი შეხვედრა. წარმოდგენილი იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია "რეფორმების და მონიტორინგის საზოგადოებრივი კვლევითი ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის დავით ზაქარაიას საჯარო ლექცია თემაზე: „ გალი - თანამედროვე რუსული გულაგი".

15 დეკემბერს, ორშაბათს, სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვევა წმ. საყდრის ქრისტიანთა ერთიანობის ხელმშემწყობი კომისიის პრეზიდენტი, ბაზელის ემერიტუსი ეპისკოპოსი, მისი აღმატებულება კარდინალი კურტ კოხი (Kurt Koch), რომელიც ისაუბრებს თემაზე: „ეკუმენური გზა მსოფლიოში, პრობლემები და პერსპექტივები“.

3 დეკემბერს, ოთხშაბათს 19.00 სთ–ზე უნივერსიტეტში მოქმედი თეოლოგ სტუდენტთა კლუბის ორგანიზებით სემინარს ჩაატარებს სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიბლეისტი მამა პიერ დიუმულენი. საუბარი შეეხება სხვადასხვა ცივილიზაციების მიერ შექმნილ კონცეფციებს დროსთან დაკავშირებით და მის ქრისტიანულ გაგებას, კერძოდ იმას თუ რა შეიცვალა ქრისტეს მოსვლის შემდეგ დროის გაგებასთან დაკავშირებით.

24 – 28 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს სტუმრობს კატალონიის (ესპანეთი) უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ემერიტუსი პროფესორი ჯუზეპე ჯილი რიბასი. ვიზიტის ფარგლებში ესპანელი პროფესორი რამდენიმე დღის განმავლობაში წაიკითხავს საჯარო მოხსენებებს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში. ესპანელი პროფესორი მოხსენებას წაიკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივ .ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.

1-5 აპრილის განმავლობაში სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობს ვარშავის კარდინალ ვიშინსკის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი, ეკლესიის ისტორიის დოქტორი იოსებ (იოზეფ) ლუპინსკი. ვიზიტის განმავლობაში სტუმარი საჯარო ლექციებს ჩაატარებს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

24 – 28 აპრილის განმავლობაში სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობს კატალონიის (ესპანეთი) უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ემერიტი პროფესორი, ხოსე ჯილი რიბასი. ვიზიტის ფარგლებში ესპანელმა პროფესორმა მოხსენებები წაიკითხა სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 28 აპრილს, სტუმარი საინტერესო მოხსენებას გააკეთებს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

12 დეკემბერს 15:00 სთ.ზე №1 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი თემაზე: „ვეფხისტყაოსანი“ და დასავლურ-აღმოსავლური ლიტერატურა. სემინარზე ყურადღება გამახვილებული იქნება „ვეფხისტყაოსნის“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრებთან გადაკვეთის წერტილებზე, გავლენებზე და იმ თავისებურებებზე, რომლითაც შუასაუკუნეების ეს ქართული პოემა განსაკუთრებული და ყურადღება მისაქცევია. ასევე რუსთველოლოგიაში ცნობილი ე.წ. „მაჰმადიანური თეორიის“ საფუძვლებსა და მის უარსაყოფად წამოყენებული არგუმენტებზე იქნება მსჯელობა.