ანონსები

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები. 

ცხადდება გარე მობილობა საბაუნის საბაკალავრო პროგრამებზე! აირჩიე სასურველი პროგრამა და გადმოდი საბაუნიში!!!

ცხადდება შიდა მობილობა საბაუნის საბაკალავრო პროგრამებზე !

ცხადდება განაცხადების მიღება 2018-2019 წლის საგაზაფხულო სემესტრში ერასმუს+ აკადემიური პერსონალის მობილობისათვის ლოძის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში http://en.san.edu.pl/  (ქ. ლოძი, პოლონეთი) ბიზნესის ფაკულტეტზე. Erasmus+ მიხედვით, აკადემიურმა პერსონალმა ერთი კვირის განმავლობაში უნდა გამართოს 8 საათი სალექციო კურსი მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს ფარავს Erasmus+ პროგრამა (275 ევრო მგზავრობის, 140X7 ევრო ცხოვრების ხარჯებისათვის).

საბაუნიში დასკვნითი გამოცდები ჩატარდება 21 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით. 

2019 წლის 3-5 აპრილს ლუბლინის უნივერსიტეტში ტარდება გაეროს მოდელირება სახელწოდებით „დიდი მოვლენები, დიდი პოლიტიკა“, სადაც მონაწილეები უშუალოდ იქნებიან ჩართულები სამუშაო შეხვედრებში გაეროს სამი კომიტეტის მიმართულებით: უშიშროების საბჭო, ადამიანის უფლებათა საბჭო და ეკონომიკური და სოციალური საბჭო.

საბაუნის აქვს განსაკუთრებული პატივი, გამოაცხადოს კონკურსი კანდიდატების შესარჩევი კონკურსი. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები წარედგინებიან ნანოვიჩის ინსტიტუტს ნოტრ დამის უნივერსიტეტის პროექტ „ლიდერობის ინსტიტუტში“ მონაწილეობის მისაღებად. ლიდერობის ინსტიტუტი ერთკვირიანი ინტენსიური ტრენინგების კურსია, რომელიც ტარდება ნოტრ დამის უნივერსიტეტში (აშშ). ტრენინგის გასული წლების დღის წერსიგს დაინტერესებული პირები შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ლინკზე: 

საბაუნის საბაკალავრო პროგრამების 2-3 კურსის სტუდენტებს ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ იტალიის ქალაქ გუბიოში გამართულ საზაფხულო სკოლაში, რომელიც მიმდინარე წლის 8 – 12 ივლისს ჩატარდება ლუმსას უნივერსიტეტში.

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:

ხუთშაბათს, 13 დეკემბერს 17:00 საათზე ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: "გერმანული ქსელების აღსრულების აქტი (NEA) - ციფრული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მარეგულირებელი მიდგომა გერმანიაში". 

10 დეკემბერი
Sabauni Business Solution

 სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი იწყებს სტუდენტურ პროექტს „Business Solution“

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ჩართულია ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეულში !!!

გერმანული აკადემიური გაცვლითი პროგრამა (DAAD) აცხადებს საბუთების მიღებას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის გერმანული ენის საზაფხულო სკოლის დაფინანსების მოსაპოველბლად.

კურსი მოიცავს 18 სასწავლო დღეს (25 საათი კვირაში) და ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით დროის პერიოდს. გრანტი ფარავს მგზავრობის და დაზღვევის ხარჯებს, ასევე სტიპენდიას 950 ევროს ოდენობით.

სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამის (Student Trainee Exchange Programme - STEP) განახლებული პორტალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA თბილისი) გეგმავს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში (Sabauni), რომლის მიზანია დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება შემოთავაზებული ვაკანსიების შესახებ.

საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით. 20 ნოემბერს დაგეგმილია სასწავლო ვიზიტი კომპანია სარაჯიშვილში. 

20 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის 404-3 აუდიტორიაში გაიმართება ახალი გამოცემის - „რთული შემთხვევები სასამართლო პრაქტიკაში“ - წარდგენა.

 საბაუნის 2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიანტები გამოვლენილია !!! 19 ნოემბერს 18:00 საათზე გელოდებით დაჯილდოების ცერემონიაზე აუდიტორია 404-ში.

ცხადდება ღია კონკურსი ლუბლინის უნივერსიტეტში (პოლონეთი)  ერთი სემესტრით სასწავლებლად წასვლის მსურველთათვის (2018-2019 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში). კონკურსი განკუთვნილია სამართლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ საბაუნის აქტიური სტუდენტის სტატუსი. უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, სწავლისას მოპოვებული კრედიტები აღიარდება საბაუნიში სრულად.

სწავლა, წინასწარ შერჩეულ სასწავლო კურსებზე საშუალოდ 30 კრედიტის ფარგლებში, წარიმართება ინგლისურ ენაზე. სტუდენტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის ფლობა.

ხადდება საბუთების მიღება 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში (პოლონეთი) (The John Paul II Catholic University of Lublin) და ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში (საფრანგეთი) (Catholic University of Lyon) Erasmus+ ფარგლებში სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდია ფარავს სტუდენტის ცხოვრების და მგზავრობის ხარჯებს (275 ევრო მგზავრობის, თვეში 800 ევრო ცხოვრების). მობილობა განხორციელდება 2018-2019 წლის საგაზაფხულო სემესტრში (5 თვის განმავლობაში).

ცხადდება საბუთების მიღება 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ლუბლინის იოანე პავლე მეორის სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტში (www.kul.pl) საბაუნის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობაზე (Teaching Mobility).