ანონსები

2017 წლის 13 დეკემბერს, საბაუნის იურისტთა კლუბის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის უფროსთან იურისტ თამარ ხუბულურთან.

2017 წლის 13 დეკემბერს, თეოლოგთა კლუბის ორგანიზებით მ. პიერ დიუმულენი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: ღვთისმშობლის ტაძრის საიდუმლო.

2017 წლის 11 დეკემბერს, 14:00 საათზე საბაუნის 404-ე აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ნუგზარ პაპუაშვილის რედაქტორობით გამოცემული წიგნის „კალისტრატე ცინცაძე 150“ პრეზენტაცია-განხილვა.

2017 წლის 1 დეკემბერს, საბაუნის პოლიტიკის კლუბის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა თემაზე: პოლიტიკური სისტემები - კონსტიტუციური მონარქია.

2017 წლის 29 ნოემბერს, საბაუნის ბიზნისა და ტურიზმის ფაკულტეტების დეკანი, გიორგი მიქანაძე შეხვდება სტუდენტებს, სადაც ისაუბრებს იმ ტექნიკებისა და ხერხების შესახებ, რომლებიც დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში. 

შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი 2017 წლის 24 ნოემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სპეციალობაზე:

 

1.1 სამართლის ფაკულტეტი:

ა) სისხლის სამართალი სამართალი - ასოცირებული პროფესორის 2 (ორი) ვაკანტური ადგილი

ბ) კერძო სამართალი - ასისტენტის 1 (ერთი)  ვაკანტური ადგილი

გ) საჯარო სამართალი - ასისტენტის 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი

 

1.2 ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი

1.2.1 ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

ა)  პროფესორის 1(ერთი)  ვაკანტური ადგილი

ბ) ასისტენტ-პროფესორის 2 (ორი) ვაკანტური ადგილი

გ) ასისტენტის 2 (ორი) ვაკანტური ადგილი

1.2.2 ტურიზმის მიმართულებით

ა) პროფესორის 1 (ერთი)  ვაკანტური ადგილი

საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი, საქართველოს მენეჯერთა ასოციაცისთან პარტნიორობით აცხადებს საკონფერენციო ნაშრომების მიღებას, საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია: 
"ბიზნესის გამოწვევები და მდგრადი ტურისტული განვითარების აქტუალური საკითხები საქართველოში".

ცხადდება ღია კონკურსი ლუბლინის უნივერსიტეტში (პოლონეთი) ერთი სემესტრით სასწავლებლად წასვლის მსურველთათვის (2017-2018 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში). კონკურსი განკუთვნილია სამართლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ საბაუნის აქტიური სტუდენტის სტატუსი. უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, სწავლისას მოპოვებული კრედიტები აღიარდება საბაუნიში სრულად.

 

საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული, რეფორმაციის 500 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, ჩატარდება 2017 წლის 3-4 ნოემბერს საბაუნიში 405-ე აუდიტორიაში.

დამამთავრებელი კურსის სტუდენტების საყურადღებოდ, საბაუნის გამოსაშვები საღამო 2017 გაიმართება 8 ოქტომბერს!  

6 ოქტომბერს, 17:00 საათზე საბაუნის ბიბლიოთეკაში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა ერასმუს+ სასტიპენდიო პროგრამისა და მიმდინარე კონკურსის შესახებ. შეხვედრაზე პრეზენტაციაზე ასევე საშუალება გაქვთ მოუსმინოთ ჩვენი ერასმუსელი სტუდენტებს და მათგან მიიღოთ ინფორმაცია და შთაბეჭდილებები.

ჩაატარე ლექციები შენს ლექტორებთან ერთად!
საბაუნის მოსწავლეთა აკადემია, მხოლოდ საბაუნის სტუდენტებს აძლევს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უპრეცედენტო შესაძლებლობას;
მონაწილეობა შეუძლია საბაუნის სამართლის ბაკალავრის მესამე და მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

 საბუთების მიღება მიმდინარეობს 2017 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით: ორშაბათი-პარასკევის10:00-დან 19:00 საათამდე, შაბათს 10:00-დან 15:00 საათამდე. 

 

  • მონსინიორ პიერო კოდას საჯარო ლექცია თემაზე საღვთისმეტყველო დიალოგი კათოლიკე ეკლესიასა და მართმადიდებელ ეკლესიას შორის.
  • ლექცია ჩატარდება 21 სექტემბერს 17:30 საათზე.
  • დასწრება თავისუფალია.
15 სექტემბერი
welcome party

პირველკურსელებო, გელოდებით 15 სექტემბერს Welcome party-ზე! წინ სიურპრიზებით სავსე საღამო გელოდებათ. 

გაიგე მეტი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის შესახებ... 11 სექტემბერს 18:00 საათზე შეხვედრა ბიზნესისა და ტურიზმის დეკანთან...

 

პირველკურსელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2017 წლის 29 აგვისტოდან 2017 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00 საათამდე, შაბათს 09:00-დან 15:00 საათამდე. (თბილისი, კ.ქუთათელაძის ქ. №3).

2017 წლის, 27 ივლისს, 16:00 სთ-ზე გაიმართება დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც სასამართლო პრაქტიკის ე.წ. „რთულ შემთხვევებს“ მიეძღვნება.

კონფერენციაში სამართლის პროგრამის სტუდენტები წარმოადგენენ სხვადასხვა სახელმწიფოს სასამართლო პრაქტიკის რთულ შემთხვევებზე მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზს. თითოეული წარდგინების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

  • საბაუნის ყოველწლიურ საზაფხულო ბანაკში მიღება იწყება‼
    დამღლელი გამოცდების შემდეგ, საბაუნი გთავაზობთ საზაფხულო ბანაკს ლაგოდეხის ულამაზეს ნაკრძალში.
17 ივნისი
Startup Sabauni 2017

საბაუნის ბიზნესის ფაკულტეტი იწყებს ბიზნეს იდეების კონკურსს Startup Sabauni 2017!
🤔 თუ ხარ საბაუნის სტუდენტი ან ალუმნი, გაქვს ბიზნეს იდეა, მაშინ ეს პროექტი გაძლევს საშუალებას, რომ განავითარო იდეა და აქციო ის შემოსავლიან ბიზნესად.
ამისათვის გაიარე რეგისტრაცია ონლაინ 👉 http://bit.ly/2pSW6Kp