27ივლ,2020
მიღება სამაგისტრო პროგრამებზე
2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე მიღება მიმდინარეობს ორ ეტაპად, ოთხ პროგრამაზე:
- სამართალი
- ბიზნესის ადმინისტრირება
- თეოლოგია
- საჯარო მმართველობა
პირველ ეტაპზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 24 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპზე 7 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც უნივერსიტეტში საბუთების წარმოდგენით, ასევე ონლაინ: ბმულზე
წელს საბაუნის სამაგისტრო პროგრამებზე მოხვედრის შემთხვევაში შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ დამატებითი შეღავათებით:
- სწავლი სსაფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი;
- წლიური სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდის შესაძლებლობა;
- 20%-იანი ფასდაკლება ახლად აშენებულ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე ერთი წლის მანძილზე;
- ხოლო თეოლოგიის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებში საკუკეთესო შედეგების მქონე სამი სტუდენტი მიიღებს სწავლის საფასურის 50%-იან დაფინანსებას ერთი წლის მანძილზე.
დეტალურად პროცედურებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს