07მაი,2019
საბაუნიმ წვდომა მიიღო ელსევიერის ბაზებზე
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა მოიპოვა წვდომა მსოფლიოში აღიარებულ, უმსხვილეს ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებზე - ელსევიერის ბაზებზე.
ელექტრონული ბიბლიოთეკა 5 მილიონ ჩანაწერს მოიცავს. მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არამხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ შრომების სრული ვერსიების დონეზეც. „ელსევიერის“ ბაზა შესაძლებელს გახდის ასევე ციტირებისა და სხვა ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის მოპოვებას.
წვდომა გაიხსნა ელსევიერის შემდეგ ბაზებზე :
- Scopus
- Science Direct
- Scival Funding(Funding Institutional).
Scopus
ბაზებზე წვდომის მიზნით, მიყევით და დარეგისტრირდით ბმულზე http://www.scopus.com.
წვდომის გზამკვლევის სანახავად მიყევით ბმულს https://www.elsevier.com/solutions/scopus
ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში, საჭირო ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს https://service.elsevier.com/app/answers/detail/a_id/17532/
Science Direct
რესურსებზე წვდომის მიზნით მიყევით და დარეგისტრირდით ბმულზე https://www.sciencedirect.com/
წვდომის გზამკვლევის სანახავად მიყევით ბმულს http://www.elsevier.com/solutions/sciencedirect/support
ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში, თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს support center overview page
Scival Funding(Funding Institutional)
წვდომის მიზნით, მიყევით და დარეგისტრირდით ბმულზე https://www.fundinginstitutional.com
რესურსებზე წვდომის გზამკვლევის სანახავად მიყევით ბმულს: https://www.fundinginstitutional.com
ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში, თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს support center overview page
აღნიშნულ ბაზებზე წვდომა უნდა განახორციელოთ უნივერსიტეტის IP მისამართებიდან!
უნივერსიტეტი მადლობას უხდის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს თანამშრომლობისთვის!