სალომე ქარცივაძე
ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
#საბუნისსტუდენტი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრანტი, ერასმუს+ ის პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრით სასწავლებლად იმყოფებოდა პოლონეთში, ლუბლინის უნივერსიტეტში.
უკან დაბრუნებულმა თავის შთაბეჭდილებებზე გვესაუბრა:
ნათქვამია, როცა რაღაც გულით გწადია, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში. ვფიქრობ, ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ყოველთვის ძალიან მინდოდა საზღვარგარეთ სწავლა სამართლის ფაკულტეტზე და აი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო პროგრამაში ერასმუს+ და ერთი სემესტრი მესწავლა ლუბლინის უნივერსიტეტში.
პროექტში მონაწილეობამ გამიხსნა ბევრი ახალი შესაძლებლობა: ავიმაღლე პროფესიული ცოდნა, გავეცანი პოლონურ კულტურას, დავუახლოვდი ჩემი პროფესიის სტუდენტებს საერთაშორისო დონეზე და შევიძინე ბევრი კარგი მეგობარი. ერასმუსში მონაწილეობა უდიდესი შესაძლებლობა ახალგაზრდისთვის, რომ უკეთ გააცნობიეროს საკუთარი შესაძლებლობები, უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი უცხო გარემოში, გახდეს მეტად დამოუკიდებელი და გაიღრმავოს პროფესიული ცოდნა. მიღებულ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი ქვეყნის წინსვლისთვის.
მადლობას ვუხდი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის! მე მიყვარს საბაუნი!