ნაზი თაქთაქიშვილი
კარდინალ ვიშინსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, მე ვერ შევძლებდი ასე მოკლე დროში მიმეღო გამოცდილების და ბენეფიტების ის აურაცხელი რაოდენობა, რაც FUCE scholarship-ის პროგრამაში მონაწილობის განმავლობაში მივიღე.
ნაზი თაქთაქიშვილი, საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, FUCE სასწავლო გრანტით სწავლობდა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტში, ქრისტიანული ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ნაზიმ პოლონური გამოცდილება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგვიზიარა.
ნაზი, რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები ამ პროგრამასთან დაკავშირებით?
გაცვლით პროგრამაში პირველად მივიღე მონაწილეობა, მოლოდინები ნამდვილად ძალიან დიდი მქონდა და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ყოველი ჩემი მოლოდინი გამართლდა და უფრო მეტიც, რეალობამ მოლოდინებს გადააჭარბა კიდევაც.
რა იყო ყველაზე მთავარი ბენეფიტი თქვენთვის ამ პროგრამიდან?
იმ თემაზე თუ რა ბენეფიტები მომიტანა გაცვლითმა პროგრამამ, დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, თუმცა ლაკონურობისთვის გამოვყოფ რამდენიმე მათგანს. პირველ რიგში ეს არის პროფესიული კუთხით ზრდა, სტუდენტური მოტივაციის კიდევ უფრო გაძლიერება და ამის ფონზე სამომავლო გეგმების და მიზნების დასახვა. ასევე, ერთ-ერთ უმთავრეს ბენეფიტად შემიძლია გამოვყო ევროპული განათლების ძირითადი ღირებულებების გაცნობა და შესწავლა.
რომელი პერსონალური უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს პროგრამა?
ვფიქრობ რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილე ყოველი სტუდენტისთვის უპირველესი უნარი, რომელიც განვითარების საფეხურებს გადის, ეს არის დამოუკიდებლად ცხოვრება უცხო ქალაქსა და უცხო გარემოში, რასაც რა თქმა უნდა თან სდევს წვრილმანი პრობლემები, რომლებთანაც ასევე დამოუკიდებლად გიწევს გამკლავება, ყოველივე ეს კი გეხმარება პერსონალური უნარების განვითარებაში.
რომელი პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს მობილობა?
მობილობის ფარგლებში ინგლისურად სწავლების პროცესი დამეხმარა გამეუმჯობესებინა ენობრივი ცოდნა და უნარები.
რომელ სასწავლო კურსებს გამოყოფდით ყველაზე მეტად? და რატომ?
გამოვყოფდი კურსს ,,Studies on Individual Decision Making in Modern East-Central Europe,, ვინაიდან ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი, ჩემთვის აღნიშული კურსი დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან სრულად იყო მორგებული იმ დემოკრატიული და სამართლებრივი ნორმების გაცნობაზე, რომლებიც ევროპის კონტინეტს აძლიერებს.
თუ იყო ისეთი სასწავლო კურსი, რომელიც უცხოეთში გაიარეთ და რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, ვერ გაივლიდით საქართველოში...
ვერ ვიტყვი, რომ გაცვლითი პროგრამით გავიარე რომელიმე ისეთი საგანი, რომელსაც საქართველოში ვერ გავივლიდი, უფრო მეტიც ყოველი საგანზე, რომლებიც გავიარე გაცვლითი პროგრამით მქონდა გარკვეული ცოდნის ბაზისი.
რა მოგენატრებათ ყველაზე მეტად?
ყველაზე მეტად მომენატრება უნივერსიტეტში არსებული მულტიკულტურული გარემო, ინგლისურ ენაზე სწავლა და რა თქმა უნდა იმ უცხოელი მეგობრების აურაცხელი რაოდენობა, რომლებთან ერთადაც გავატარე ნაყოფიერი და ამავდროულად მხიარული სემესტრი.
შეადარეთ სტუდენტის ცხოვრება საქართველოსა და უცხოეთში ...
ვფიქრობ განსხავება ნამდვილად ძალიან დიდია, პირველ რიგში განსხვავება გამოწვეულია განთლების სისტემებს შორის სხვაობით, შემდეგი მიზეზი არის ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის ღირებულებებისა და ფასაეულობების სხვაობით, კიდევ ერთ განსხვავებად შემიძლია დავასახელო იმ შესაძლებლობების ფართო არეალი, რომელიც ევროპის მოქალაქე სტუდენტებს ეძლევათ.
რა უპირატესობა აქვს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას? რატომ უნდა მიიღოს სტუდენტმა მონაწილეობა მსგავს პროგრამაში
უპირატესობების ჩამონათვალი ნამდვილად ძალიან დიდია, პირველ რიგში, ეს არის ევროპული განათლების შესწავლის და გაცნობის შესაძლებლობის უპირატესობა, მულტიკულტურულ გარემოში ცხოვრების და სწავლების უპირატესობა და ამ გარემოში საკუთარი კულტურისა და ღირებულებების წარმოჩენა, რაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნის მოქალაქისთვის ნამდვილად დიდი შესაძლებლობაა. ყველა სტუდენტისთვის აუცილებელია მსგავს პროგრამაში მონაწილეობა, რათა საკუთარ თავში აღმოაჩინოს ახალი უნარები და განავითაროს არსებული.
თქვენი რეკომენდაცია სხვა სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში
რაც შეეხება ჩემს რეკომენდაციას სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ მსგავს პროექტში არის მოკლედ სათქმელი, თუმცა ცოტათი რთულად შესასრულებელი. არ დაზოგოთ საკუთარი თავი, ყველა მოცემული შესაძლებლობა გამოიყენეთ, არ შეგეშინდეთ ბარიერების, რომლებიც აუცილელად ბევრი შეგხვდებათ, არ შეგეშინდეთ საკუთარი შეცდომების, პირიქით, ისწავლეთ მათზე და ყოველთვის გახსოვდეთ, თუ კი ნამდვილად გსურთ და აკეთებ ყველაფერს ამ მიზნის მისაღწევად, საბაუნი აუცილებლად მოგცემს ამის შესაძლებლობას.
დაასრულეთ წინადადება: რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, მე ....
რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, მე ვერ შევძლებდი ასე მოკლე დროში მიმეღო გამოცდილების და ბენეფიტების ის აურაცხელი რაოდენობა, რაც FUCE scholarship-ის პროგრამაში მონაწილობის განმავლობაში მივიღე.