მარიამ ხაჩიძე
აფილირებული ასისტენტ პროფესორი
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი,
ელ.ფოსტა: m.khachidze@sabauni.edu.ge;
mkhachidze@tbcleasing.ge
მარიამ ხაჩიძე, 2018 წლიდან შემოუერთდა სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტს, ჯერ მოწვეული ლექტორის, შემდეგ კი ასისტენტ-პროფესორის სტატუსით და განაგრძობს საქმიანობას აფილირებული აკადემიური პერსონალის რანგში.
2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2014 წელს კი საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ხოლო 2014 წელს ჩააბარა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე და 2017 წელს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი.
მარიამი ბაკალავრიატში სწავლის პარალელურად 2008 წლამდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში. შემდგომ კი გადაინაცვლა სს ,,საქართველოს ბანკში“, საცალო საბანკო საქმიანობის რისკების დეპარტამენტში, სადაც 8 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე. ხოლო 2016 წლიდან პროფესიული კარიერა განარგრძო სს „თიბისი ლიზინგში“, სადაც მუშაობს დღემდე და იკავებს რეაბილიტაციის ჯგუფის უფროსის პოზიციას. საქმიანობის პარალელურად გავლილი აქვს ტრენინგები და ფლობს სერტიფიკატებს ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: საზოგადოებასთან ურთიერთობა (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - 2006წ.); კონფლიქტების მართვა (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - 2007წ); ფინანსური მენეჯმენტი და ანალიტიკური რეპორტინგი (GAU - 2017 წ); ფინანსური ანგარიშგება და კაპიტალური ბიუჯეტირება (freeuni, 2018წ.);
2014 წლიდან ეწევა სამეცნიერო და შემდგომ - პედაგოგიურ საქმიანობას. გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები საბანკო სისტემის, ეკონომიკისა და საინვესტიციო საკითხების შესახებ. მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციაში.
სალექციო კურსები
- MICE ტურიზმი;
- ბიზნესის საფუძვლები;
- მენეჯმენტი;
გამოქვეყნებული ნაშრომები
სტატიები
- „საბანკო სისტემა და თანამედროვე ეკონომიკური კრიზისი“. ქართული მ.ხაჩიძე 2016 წ.
- „უცხოური ინვესტიციები და საინვესტიციო ფონდები გლობალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის პირობებში”. ქართული. მ.ხაჩიძე 2014 წ.
- პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დამათი ზეგავლენა რეციპიენტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე”. ქართული, მ.ხაჩიძე. 2014 წ.