ხატია მაისურაძე
კიოლნის უნივერსიტეტი (გერმანია)
ხატია მაისურაძე - სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.
მან მონაწილეობა მიიღო 2019 წლის ზაფხულში კიოლნის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში "თეთრი საყელოების დანაშაულები".
"ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და სასიხარული იყო ის ფაქტი რომ საბაუნის სტუდენტთაგან ერთ-ერთი აღმოვჩნდი, რომელიც მოხვდა გერმანიის საზაფხულო სკოლის პროგრამაზე, სადაც მიმდინარეობდა ლექციები ევროპის "თეთრი საყელოების დანაშაულების" შესახებ კიოლნის უნივერსიტეტში. საბაუნიმ შესაძლებლობა მოგვცა გავცნობოდით გერმანიის თვალით დანახულ სისხლის სამართლებრივ საკითხებს და მოგვეხდინა ჩვენს კანონმდებლობასთან მათი საერთო და განმასხვავებელი ნიშნების შეფასება. დატვირთული გრაფიკის შემდეგ კიოლნის უნივერსიტეტმა გაგვახარა ექსკურსიებითა და საფირმო კერძების დაგემოვნებით. პირადად მე გერმანიას მხოლოდ დადებითად შევაფასებდი. მათი კულტურით, სამზარეულოთი, განათლების დონითა და ღირსშესანიშნავი ადგილებით."