რუსუდან ლაგაზაშვილი
კიოლნის უნივერსიტეტი (გერმანია)
რუსუდან ლაგაზაშვილი, საბაუნის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი, მან მონაწილეობა მიიღო 2019 წლის ზაფხულში კიოლნის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში "თეთრი საყელოების დანაშაულებები".
"ერთ-ერთი სუკეთესო, სასარგებლო და დიდი გამოცდილების მომტანი შესაძლებლობა, რომელიც საბაუნიმ მომცა იყო სწორედ--საზაფხულო სკოლა კიოლნის უნივერსიტეტში.
შესანიშნავ საუნივერსიტეტო გარემოში, მაღალკვალიფიციური პროფესორების მიერ წაკითხული ლექციები, რომელიც სისხლის სამართლის კუთხით მიმდინარეობდა ჩემთვის აღმოჩნდა არაჩვეულებრივი, ვინაიდან სწორედ იმ ქვეყანაში ვიყავი და სწორედ იქ ვისმენდი ლექციას სადაც ჩემი და ამ ქვეყნის კანონმდებლობა იდენტურია. მივიღე ახალი ცოდნა, რომელსაც მე პირადად აუცილებლად გავუზიარებ სხვებსაც. ასევე, აღნიშნული პერიოდი აღმოჩნდა საუკეთესო შანსი მენახა და გამეცნო მოცემული ქვეყნის კულტურა, ისტორია, გამეცნო უცხოელი სტუდენტები და მათთვის მომეყოლა ჩემი გამოცდილებების შესახებაც, რომელიც საბოლოო ჯამში დაუვიწყარი და არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით დასრულდა".