29ნოე,2019
გაცვლითი პროგრამა ლუბლინში
ადგილი:ლუბლინი, პოლონეთი
ცხადდება საბუთების მიღება ლუბლინის იოანე პავლე მეორის კათოლიკური უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით დაინტერესებულთათვის 2019-2020 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრზე. პროგრამა განკუთვნილია სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის.
მიმღები უნივერსიტეტი აფინანსებს სტუდენტის სწავლების საფასურსა და საცხოვრებელს მთელი სემესტრის მანძილზე. დანარჩენი ხარჯები (მგზავრობა, დაზღვევა და ლუბლინში ცხოვრების ყოველდღიური ხარჯები) უნდა დაფაროს სტუდენტმა.
უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.kul.pl/european-studies-and-eu-law-19-20,art_34613.html
საჭირო დოკუმენტაცია
- მოკლე ბიოგრაფია ინგლისურ ენაზე (CV)
- სამოტივაციო წერილი
- სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარათი
- პასპორტის ან პირადობის ასლი (ან სკანერი)
გთხოვთ გადმოაგზავნოთ საჭირო დოკუმენტაცია ელ ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge
უცხო ენის დონის განსაზღვრა მოხდება ადგილზე, საბაუნის უცხო ენათა ცენტრის მიერ (ინფორმაციას ტესტირების შესახებ მიიღებთ მეილზე საბუთების გადმოგზავნის შემდეგ)
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 28 ნოემბერი 2019 წელი
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ელ ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge , +995 32 242 22 42/115 ; მობ.: 577 34 77 13, 407 ოთახი (მე-4 სართული)
ან ფაკულტეტს
სალომე ქარცივაძე -დეკანის თანაშემწე, s.qartsivadze@sabauni.edu.ge; +995 32 242 22 42/114