07თებ,2020
წიგნების პრეზენტაცია საბაუნიში
დასაწყისი:19:00 საათი
საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 7 თებერვალს, 19:00 სთ-ზე, აუდიტორია 404-ში გაიმართება წიგნის "ეკლესიის სოციალური სახელმძღვანელო: კათოლიკე ეკლესიის სოციალური აზროვნების კონცეფცია, ევოლუცია და პრინციპები" და დოკუმენტის "ეკლესიის სოციალური მოძღვრების კომპენდიუმი" პრეზენტაცია.
"ეკლესიის სოციალური მოძღვრების კომპენდიუმი" არის რომის ეკლესიის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მოკლედ გადმოსცემს ეკლესიის სწავლებებსა და შეხედულებებს სხვადასხვა სოციალურ საკითხებზე, როგორებიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, მშვიდობა, სამართლიანობა, მშრომელთა საკითხი, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ა.შ.
წიგნის ავტორები: ირაკლი ჯავახიშვილი, მარიამ ბაგაური
დოკუმენტის მთარგმნელები: მ. აკაკი ჭელიძე, ირაკლი ჯავახიშვილი
მისამართი: კ. ქუთათელაძის ქ. 3
დასწრება თავისუფალია