01აპრ,2020
ლატვიის სახელმწიფო სტიპენდიები აკადემიური პერსონალისათვის
ლატვიის სახელმწიფო განათლების განვითარების სააგენტო აცხადებს საბუთების მიღებას ლატვიის სახელმწიფო სტიპენდიის მოსაპოვებლად აკადემიური და კვლევითი საქმიანობისათვის. სტიპენდიის ხანგრძლივობაა 5 თვემდე
რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში საგანგებო პლატფორმაზე 2020 წლის 1 აპრილამდე. პირველადი რეგისტრაციის გავლის შემდეგ, აპლიკანტმა პლატფორმაზე უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- მოწვევის წერილი მიმღები ლატვიური უნივერსიტეტიდან
- CV Europass ფორმატში აწყობილი და პუბლიკაციების ჩამონათვალი (ევროპასის CV ფორმა იხილეთ აქ)
- კვლევის გეგმა
- სამოტივაციო წერილი
- დიპლომის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბოლოს გაცემული კვალიფიკაციის დოკუმენტის ასლი
- სარეკომენდაციო წერილი გამგზავნი უნივერსიტეტიდან ბოლო სამი თვის მანძილზე გაცემული
- პასპორტი
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურად ან ლატვიურად
არასრული აპლიკაცია, არ განიხილება
დაფინანსება:
სტიპენდიით გათვალისწინებულია საცხოვრებელის ხარჯი 300 ევრო თვეში და ყოველდღიურად 30 ევრო.
სავალდებულოა აპლიკანტმა დაყოს განაცხადში მითითებული დროის პერიოდი ლატვიაში. თუ ამ პერიოდში იგი ზედიზედ 14 დღე არ იმყოფებოდა ლატვიაში და მასპინძელ უნივერსიტეტში, მისი სტიპენდია შეჩერდება
მგზავრობის ხარჯს არ ფარავს კვლევითი გრანტი
არ შეიძლება ერთდროულად ორი გრანტის ქონა.
აპლიკანტებმა უნდა მოაგვარონ დაზღვევის საკითხი თავად.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ir@sabauni.edu.ge