10ივლ,2020
II საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენცია
ადგილი:Google Hangout Meet
დასაწყისი:10:00 სთ
10 ივლისს ჩატარდება რიგით მეორე სტუდენტური კონფერენცია, რომლის მიზანია სტუდენტების კვლევითი საქმიანობის წახალისება. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, სტუდენტური კონფერენცია ჩატარდება Online, Google Hangout Meet-ის მეშვეობით.
კონფერენცია ინტერდისციპლინურია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
- სამეცნიერო ნაშრომების წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებით:
- თეოლოგია, რელიგიის ისტორია და რელიგიის კვლევები
- პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები
- სოციოლოგია, ფსიქოლოგია და სოციალური მეცნიერებები
- ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი
- სამართალი
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
კონფერენცია ჩატარდება აპლიკაცია google hangout meet მეშვეობით
მოთხოვნები:
საკონფერენციო ნაშრომი უნდა ეხებოდეს კონკრეტულ პრობლემურ საკითხს და/ან იყოს აქტუალური.
ნაშრომი სრულდება ინდივიდუალურად.
კონფერენციაში მონაწილეობაზე პასუხს მიიღებთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
მნიშვნელოვანი თარიღები:
პირველ ეტაპი - ელექტრონული რეგისტრაცია 24 მაისამდე (შერჩეული კანდიდატების ნაშრომების სახელწოდებები შესაძლოა დაკორექტირდეს პირველ ეტაპზე)
მეორე ეტაპი - დასრულებული ნაშრომების გამოგზავნა 28 ივნისამდე
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
- თეოლოგია, რელიგიის ისტორია, რელიგიის კვლევები, პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია, ფსიქოლოგია და სოციალური მეცნიერებები - l.gelashvili@sabauni.edu.ge ტელ: 568926984
- ეკონომიკა, ბიზნესი და ტურზმი - l.mikadze@sabauni.edu.ge ტელ: 558677374
- სამართალი - s.qartsivadze@sabauni.edu.ge ტელ: 558722230
ნაშრომების ზეპირი წარდგენა გაიმართება 10 ივლისს.
მომხსენებლებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია არაუმეტეს 10-15 წუთისა, რომელიც მოიცავს კითხვა-პასუხის რეჟიმსაც.
ნაშრომის შესრულების სტანდარტები:
- სრული ტექსტი: 10-12 გვერდი,
- შრიფტი: Sylfaen, 11 (სქოლიო - 9),
- ხაზებს შორის სივრცე: 1,15,
- მინდვრები: 2-2-2-2 სმ,
- აბზაცებს შორის სივრცე: 0
ნაშრომის სტრუქტურა უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს: სატიტულო გვერდი (ავტორის სახელის, გვარის, უნივერსიტეტისა და ნაშრომის ხელმძღვანელის მითითებით), სარჩევი, ძირითადი ტექსტი და ბიბლიოგრაფია.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. გამარჯვებულები მიმართულებების მიხედვით დაჯილდოვდებიან გამოცემებითა და სიმბოლური საჩუქრებით.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს