25დეკ,2020
მე-6 სტუდენტური კონფერენცია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ,,ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი’’ აცხადებს მე-6 სტუდენტურ კონფერენციას, რომელიც მიზნად ისახავს კვლევითი საქმიანობის წახალისებას და ცნობიერების ამაღლებას.
კონფერენცია ჩატარდება Online.
სამეცნიერო ნაშრომების წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით :
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრობლემები და პერსპექტივები;
- კრიზისების გავლენა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე;
- ბიზნესისა და ტურიზმის რეგიონული ასპექტები;
- ინოვაციების როლი ბიზნესსა და ტურიზმში;
- მდგრადი განვითარების საკითხები;
- მეწარმეობა და სტარტაპები;
- და სხვა ბიზნესსა და ტურიზმთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.
კონფერენციაზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორიზებული უნივერსიტეტების ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენციის სამუშაო ენა : ქართული
რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს - https://bit.ly/34Ijimi
ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი.
ნაშრომის წარმოდგენა შეგიძლიათ 5 დეკემბრამდე შემდეგ ელ. მისამართზე: tamta.gogoladze@sabauni.edu.ge
კონფერენცია ჩატარდება 25 დეკემბერს პლატფორმა google meet-ის საშუალებით.
ნაშრომის შესრულების სტანდარტები:
- სრული ტექსი: 3-დან 10 გვერდამდე.
- შრიფტი: Sylfaen, 12.
- ხაზებს შორის სივრცე: 1.5
- მინდვრები: 2სმX2სმX2სმX2სმ
- აბზაცებს შორის სივრცე: 0
ნაშრომის სტრუქტურა უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:
სატიტულო გვერდი ( ავტორის სახელის, გვარის, უნივერსიტეტისა და ნაშრომის ხელმძღვანელის მითითებით), სარჩევი, ძირითადი ტექსტი და ბიბლიოგრაფია.
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს 10 წუთიანი პრეზენტაცია