10აპრ,2021
Erasmus+ ჩეხეთში
განთავსების თარიღი:18/03/2021
ცხადდება საბუთების მიღება Erasmus+ ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი განკუთვნილია სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. შერჩეული სტუდენტი 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრს გაივლის მასარიკის უნივერსიტეტში (ჩეხეთი).
Erasmus+ პროგრამა სრულად ფარავს სტუდენტის მგზავრობის ხარჯებს და გასცემს ყოველთვიურ სტიპენდიას 800 ევროს ოდენობით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ საბაკალავრო საფეხურის პირველი კურსის და საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს.
სტუდენტი ვალდებულია აიღოს მინიმუმ 20 ECTS ეკვივალენტი სასწავლო კურსები, მობილობის დასრულების შემდგეგ საბაუნი აღიარებს სტუდენტის მიერ მიღებულ განათლებას.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე რომელშიც ნათლად უნდა იყოს ნაჩვენები: რატომ გსურთ მასარიკის უნივერსიტეტში სწავლა - დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი აკადემიური, პროფესიული და პიროვნული მხრიდან. და ასევე თუ რომელი აკადემიური მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ ეს მობიულობა.
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი B2 (საერთაშორისო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, საბაუნის უცხო ენების ცენტრში შესაძლებელია ტესტირება საჭირო დოკუმენტის მისაღებად.)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურად)
- CV ინგლისურ ენაზე (გთხოვთ მიუთითოთ უშუალოდ თქვენს სფეროსთან დაკავშირებული კურიკულუმ გარე აქტივობები)
- პასპორტის ასლი
- კურიკულუმ გარე აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში)
აღნიშნული დოკუმენტაცია დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს 2021 წლის 11 აპრილისა.
შერჩევის ეტაპები:
- საბუთების გადმოგზავნა საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ.ფოსტაზე
- ინგლისური ენის ტესტირება (მხოლოდ მათთვის ვისაც არ აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი)
- საბაუნის შესარჩევი კომისიასთან აპლიკანტების შეხვედრა გასაუბრება და სტუდენტების ნომინირება
- მიმღები უნივერსიტეტის პორტალზე ნომინირებული სტუდენტის რეგისტრაცია
- დასკვნითი პასუხი მასარიკის უნივერსიტეტის მიერ
შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება
- ინგლისური ენის ცოდნა
- მოტივაცია
პრიორიტეტად ჩაითვლება კურიკულუმგარე აქტივობებში მონაწილეობა
შენიშვნა: თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტებს რომელთაც არ აქვს მონაწილეობა მიღებული ერასმუს+ პროგრამაში და ასევე სტუდენტებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან
სასწავლო კურსები ინგლისურ ენაზე მასარიკის უნივერსიტეტში
ვადები:
- 11 აპრილი - საჭირო საბუთების გადმოგზავნა საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერთან
- 12-14 აპრილი - ინგლისურ ენაში ტესტირება, შესარჩევ კომისიასთან გასაუბრება
- 15 აპრილის შემდეგ - მასარიკის უნივერსიტეტის პორტალზე რეგისტრაცია
ინფორმაციას მასარიკის უნივერსიტეტის შესახებ გაეცანით ბმულზე:
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, sh.parunashvili@sabauni.edu.ge მობ.: 577347713