15ოქტ,2021
Easmus+ საინფორმაციო შეხვედრა
დასაწყისი:17:00
2021 წლის პარასკევს, 15 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროექტის საინფორმაციო შეხვედრა, სადაც სტუდენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას Erasmus+ ICM (international Credit Mobility) პროგრამის შესახებ, საბაუნის შეთავაზებებსა და პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ.
შეხვედრას მოწვეული სტუმრების სახით დაესწრებიან პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც. გარდა ამისა, საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებენ საბაუნის სტუდენტები, რომლებიც ამჟამად უცხოეთში სასწავლებლად იმყოფებიან Erasmus+ პროგრამით.
ღონისძიება იმართება ერასმუსის დღეების ფარგლებში ErasmusDays, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება და ორგანიზებულია საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ.
შეხევდრა გაიმართება ონლაინ პლატფორმა Google Hangout Meet-ის საშუალებით, დასწრება თავისუფალია
დასწრების ბმული
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე ir@sabauni.edu.ge