17ნოე,2021
ესეების კონკურსი
საბაუნის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ესეების კონკურსში - თემაზე „ონლაინ კომერციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ მიიღონ მონაწილეობა.
გამარჯვებული ესეს ავტორს დაუფინანსდება სწავლის საფასური 2250 ლარის ოდენობით. ნაწილობრივი გრანტის არსებობის შემთხვევაში, განსხვავებული თანხის ღირებულების ნივთს თავად გამარჯვებული შეარჩევს!
1. კონკურსის პირობები:
- მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტუდენტს სტატუსი ჰქონდეს აქტიური
- საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს მთავარ თემას და უნდა აკმაყოფილებდეს არგუმენტირებული ნაშრომის კრიტერიუმებს
2. ესეს სავარაუდო სტრუქტურა (არასავალდებულო):
- სათაური
- შესავალი/არსებული მდგომარეობის ზოგადი ანალიზი
- თემის წარდგენა და არგუმენტირება/ავტორის შეხედულების ჩამოყალიბება და არგუმენტებით გამყარება
- დასკვნა/მსჯელობის შეჯამება
3. კონკურსის ეტაპები:
- განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - 20 ნოემბრის ჩათვლით
- ნაშრომების მიღება - 30 ნოემბრის ჩათვლით
- 6 დეკემბერს გამოვლინდება 1 გამარჯვებული
4. განაცხადის ფორმა:
- სახელი და გვარი, პირადი ნომერი
- ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი
- უნივერსიტეტის დასახელება
- ესეს სათაური
5. ესეს გაფორმების წესი:
- ფურცლის ზომა A4
- შრიფტი - უნიკოდი (Sylfaen)
- შრიფტის ზომა - 12
- გვერდების საორიენტაციო რაოდენობა -1-2
კონკურსის ორგანიზატორია ონლაინ მაღაზია ისურვე
განაცხადი და ესე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: essayawards2021@gmail.com