18დეკ,2021
მე-6 საერთაშორისო თეოლოგიური კონფერენცია
2022 წლის 26 იანვარს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით მე-6 საერთაშორისო თეოლოგიური კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობისთვის ვიწვევთ თეოლოგიისა და მონათესავე დარგის მკვლევრებს ამავე დისციპლინის საკითხებზე დისკუსიის წარმართვისა და საკუთარი მოსაზრებების გაზიარების მიზნით.
სამუშაო ფორმატი: დისტანციური, ელექტრონული პლატფორმა ZOOM საშუალებით კონფერენციის ბმული.
სამუშაო ენა: ქართული ენა
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა!
მნიშვნელოვანი თარიღები:
15 იანვარი - რეგისტრაცია, აბსტრაქტის/ნაშრომის გაგზავნა
26 იანვარი - კონფერენცია
25 თებერვალი - ნაშრომის გაგზავნა პუბლიკაციისთვის
კონფერენციაში წარმოდგენილი ნაშრომები ყოველწლიურ ჟურნალში "დიალოგი" დაიბეჭდება.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია 15 იანვრამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: l.gelashvili@sabauni.edu.ge