20ოქტ,2020
განვითარების კვლევების ინტერდისციპლინური ჟურნალი
განვითარების კვლევების ინსტიტუტი (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი) აცხადებს სტატიების მიღებას სამეცნიერო ჟურნალისთვის "Journal of Development Studies" (2020). სტატიები მიიღება განვითარების კვლევების ნებისმიერი მიმართულებით და უნდა ეხებოდეს აქტუალურ პრობლემას.
მნიშვნელოვანი თარიღები:
სტატიების მიღების დასრულება: 15 ნოემბერი
სტატიების რეცენზირება: 25 ნოემბერი
პასუხი სტატიის დასაბეჭდად მიღების/არმიღების თაობაზე: 30 ნოემბერი
რედაქტირება: დეკემბერი
დაბეჭდვა: დეკემბერი
სტატიები მიიღება ინგლისურ ენაზე.
სტატიები ელექტრონულად უნდა გაიგზავნოს მეილზე: ids@sabauni.edu.ge
ფორმალური მოთხოვნების დარღვევით შესრულებული სტატიები არ განიხილება.
იხ. სტატიის გზამკვლევი ავტორისთვის და სტატიის ნიმუში.