29აპრ,2019
სასწავლო და კვლევითი სტიპენდიები სტუდენტებისა და ლექტორებისათვის სლოვაკეთში
სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საგრანტო პროგრამა აცხადებს საბუთების მიღებას სასწავლო და კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისა და ლექტორებისათვის სლოვაკეთის უნივერსიტეტებში.
სტიპენდიების ხანგრძლივობაა სტუდენტებისათვის 1-2 სემესტრი, სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისა და ლექტორებისათვის - 1-10 თვემდე.
აპლიკანტებს საშუალება აქვთ ისწავლონ ან კვლევითი საქმიანობა აწარმოონ სლოვაკეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ორგანიზაციებში.
საბაუნის პარტნიორი უნივერსიტეტი, რუზომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი მზადაა უმასპინძლოს საბაუნის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ამ საგრანტო პროექტის ფარგლებში.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 აპრილი, 16:00 CET (Central European Time)
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების ორიგინალები უნდა გადააგზავნოთ ბრატისლავაში (სლოვაკეთში)
კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში, გთხოვთ ჩაგვაყენოთ საქმის კურსში, მარტივი წერილით, რომ მონაწილეობას იღებთ ამ კონკურსში ir@sabauni.edu.ge
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ინგლისურ ენაზე შემდეგ ბმულზე.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge