22ივნ,2020
ახალი რეალობა და კონფლიქტების დარეგულირების განსხვავებული ხედვა
ადგილი:zoom
დასაწყისი:18:00
22 ივნისს 18:00 საათზე საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება Facebook Live შეხვედრა თემაზე: ახალი რეალობა და კონფლიქტების დარეგულირების განსხვავებული ხედვები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ კონფლიქტებს, რომელთაც საერთო ნიშნებიც ახასიათებთ და განსხვავებულობაც დასაწყისიდან დღემდე.
საბჭოთა კავშირის დაშლას მოყვა სუვერენული სახელმწიფოების შექმნა და იმავდროულად უმწვავესი კონფლიქტები და სეპარატიზმის აღმოცენება და ძალადობრივი ქმედებები. ჩვენთვის მათი შესწავლა უმნიშვნელოვანესია, რადგან მათ შეცვალეს დე ფაქტო პოლიტიკური ვითარება საქართველოში და დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
მომხსენებელი საბაუნის პროფესორი არინა თავაქარაშვილი.
შეხვედრა გაიმართება აპლიკაცია ზუმში და გადაზიარდება ივენთში.