27სექ,2017
საბაუნის მოსწავლეთა აკადემია იწვევს სტუდენტებს
-
გახდი ტრენერი!
-
ჩაატარე ლექციები შენს ლექტორებთან ერთად!
- საბაუნის მოსწავლეთა აკადემია, მხოლოდ საბაუნის სტუდენტებს აძლევს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უპრეცედენტო შესაძლებლობას;
- მონაწილეობა შეუძლია საბაუნის სამართლის ბაკალავრის მესამე და მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
- ლექციებს საბაუნის სტუდენტები ლექტორებთან ერთად ჩაატარებენ სკოლის მოსწავლეებთან, უნივერსიტეტში, შაბათ-კვირას.
- გამოაგზავნე სამოტივაციო წერილი მეილზე academy@sabauni.edu.ge, 27 სექტემბრის ჩათვლით და მიიღე კიდევ უფრო მეტი გამოცდილება.
- სტუდენტების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
- სამოტივაციო წერილების გადარჩევა;
- გასაუბრება;
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 577 00 15 11, 558 72 22 30, academy@sabauni.edu.ge.