07ნოე,2017
სწავლა პოლონეთში
- ცხადდება ღია კონკურსი ლუბლინის უნივერსიტეტში (პოლონეთი) ერთი სემესტრით სასწავლებლად წასვლის მსურველთათვის (2017-2018 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში). კონკურსი განკუთვნილია სამართლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ საბაუნის აქტიური სტუდენტის სტატუსი. უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, სწავლისას მოპოვებული კრედიტები აღიარდება საბაუნიში სრულად.
- სწავლა, წინასწარ შერჩეულ სასწავლო კურსებზე საშუალოდ 30 კრედიტის ფარგლებში, წარიმართება ინგლისურ ენაზე. სტუდენტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის ფლობა.
- პროგრამის ფინანსური მხარე
- სტუდენტმა უნდა დაფაროს შემდეგი ხარჯები:
- ა) სწავლის საფასური - არაუმეტეს საბაუნიში სწავლის სემესტრული გადასახადისა (შესაბამის სემესტრზე, სტუდენტი სწავლის საფასურს საბაუნიში არ იხდის);
- ბ) ცხოვრების და მგზავრობის ხარჯები: საერთო საცხოვრებელი - 80-100 ევრო (თვეში), კვება: - 150 Euro (თვეში). ავია ბილეთები (დაახლოებით 250 - 300 ევრო), + დაზღვევა.
- შენიშვნა: ცალკეულ შემთხვევებში, განცხადებების ინდივიდუალური განხილვის შედეგად, შესაძლებელია პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ დისკრეციულად კონკრეტული ხარჯების გაუქმება სრულად და/ან შემცირება აკადემიური მოსწრების, სოციალური მდგომარეობის თუ სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.
- რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- - სამოტივაციო წერილი
- - ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
- - სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარათი
- რეგისტრაცია მიმდინარეობს 7 ნოემბრის ჩათვლით. მსურველებმა დოკუმენტაცია უნდა გადააგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: s.qartsivadze@sabauni.edu.ge
- კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ფაკულტეტის დეკანატს (სალომე ქარცივაძე, s.qartsivadze@sabauni.edu.ge) ან საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას (მე-3 სართული, 308 ოთახი, შორენა პარუნაშვილი, ელ.ფოსტა: sh.parunashvili@sabauni.edu.ge)