11დეკ,2017
წიგნის "კალისტრატე ცინცაძე 150" პრეზენტაცია
2017 წლის 11 დეკემბერს, 14:00 საათზე საბაუნის 404-ე აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ნუგზარ პაპუაშვილის რედაქტორობით გამოცემული წიგნის „კალისტრატე ცინცაძე 150“ პრეზენტაცია-განხილვა. წიგნი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, 1932-1952 წლებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - კალისტრატე ცინცაძის ცხოვრებასა და მის როლს საქართველოს ისტორიაში.