15იან,2018
გერმანიაში სწავლის შესაძლებლობა
გერმანიის კათოლიკური აკადემიური გაცვლითი სამსახური (KAAD), სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის შუამდგომლობით აცხადებს საბუთების მიღებას გერმანიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დასაფინანსებლად.
სწავლების ენა: გერმანული (შესაძლებელია დაფინანსება ინგლისურენოვან პროგრამაზეც).
საბუთების მიღება მიმდინარეობს 15 იანვრის ჩათვლით.
საბუთებთან, დაფინანსების დეტალებთან და სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საბაუნის კანცელარიას.