08მაი,2018
შემეცნებითი ტური შემოსავლების სამსახურში
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით, 30 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და სერვისცენტრებში საინფორმაციო-შემეცნებითი სემინარები გაიმართება.
საგანმანათლებლო პროექტის ,,ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ვქმნით უსაფრთხო მომავალს“ , მიზნად ისახავს, მომავალი გადასახადების გადამხდელის საგადასახადო კულტურისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.
მიმდინარე წლის 8 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ერთდღიანი საგანმანათლებლო ტური გაიმართება.
სემინარის ჩატარების ადგილები და დრო:
საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდი“ - 11:30 საათი
გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,თბილისი“ -14:00 საათი
გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრი -15:30 საათი
გთხოვთ, 27 აპრილამდე შეავსოთ აპლიკაცია:
8 მაისი, სამშაბათი.
· შეხვედრის ადგილი: ისანი–სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვისცენტრი;
· მისამართი: გულუას ქუჩა №4;
· შეხვედრის დრო: 10:00 საათი.
მინიმალური რაოდენობა: 15 სტუდენტი;
მაქსიმალური: 35 სტუდენტი.
სტუდენტების ტრასპორტირებასა და კვებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური