23ოქტ,2018
Erasmus+ საბაუნის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის პოლონეთში
ცხადდება საბუთების მიღება 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ლუბლინის იოანე პავლე მეორის სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტში (www.kul.pl) საბაუნის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობაზე (Teaching Mobility).
ზოგადი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საბაუნის სამართლის, ბიზნესისა და ტურიზმის, და ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს. მობილობა განხორციელდება 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში. მობილობის ხანგრძლივობაა 5 დღე (მგზავრობის დღეების გარდა). მობილობის ფარგლებში გრანტის მფლობელმა მიმღებ უნივერსიტეტში უნდა ჩაატაროს 8 საათი სალექციო კურსი. გრანტი სრულად ფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს (275 ევრო მგზავრობის, 980 ევრო ცხოვრების).
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- CV
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (აკადემიურის პერსონალის მობილობით დაინტერესებულებმა, სააპლიკაციო ფორმაში უნდა ჩაწეროთ მოკლე მონახაზი მობილბის ფარგლებში შეთავაზებული სალექციო კურსისა)
შენიშვნა: ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა B2 დონეზე.
საბუთების მიღება წარმოებს 2018 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით. ჩამოთვლილი დოკუმენტაცია მიიღება ელექტრონული სახით შემდეგ ელ.ფოსტაზე sh.parunashvili@sabauni.edu.ge
სააპლიკაციო ფორმა აკადემიური პერსონალისათვის
სააპლიკაციო ფორმა ადმინისტრაციული პერსონალისათვის
საბუთების გადმოგზავნისას, გთხოვთ მეილის დასახელებაში მითუთითოთ აკადემიური პერსონალის მობილობა ან ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა
ვადები:
1-23 ოქტომბერი - საბუთების მიღება
23-31 ოქტომბერი - საბუთების განხილვა კომისიის მიერ, შედეგების გაცნობა მიმღებ უნივერსიტეტში და შედეგების გაცნობა აპლიკანტებისათვის.
კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას მე-4 სართული, 407-ე ოთახი, შორენა პარუნაშვილი tel.: +322 242 22 42/115 sh.parunashvili@sabauni.edu.ge