07დეკ,2020
ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული
განთავსების თარიღი:30 ნოემბერი, 2020 წელი
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბრის თვეში იმართება და მასში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი უკვე მესამე წელია იღებს მონაწილეობას. ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG)
საბაუნის ორგანიზებითა და მონაწილეობით კვირეულის ფარგლებში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:
7 დეკემბერი: მე-2 საფაკულტეტო სტუდენტური კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების კვლევითი საქმიანობის წახალისებასა და ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებების მიმართულებით. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ავტორიზებული უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები.
9 დეკემბერი: სამართლებრივი განათლების ონლაინ პლატფორმის (www.princelibrary.ge) პრეზენტაცია. პლატფორმა ვებ-გვერდია, რომელზეც განთავსდება გაციფრებული სამართლებრივი ლიტერატურა და ვიდეოლექციები სამართლებრივ საკითხებზე.
10 დეკემბერი: მე-3 ყოველწლიური კონფერენცია - „რელიგია და ადამიანის უფლებები“; კონფერენციაზე მოხსენებით გამოვლენ თეოლოგიის, სოციალური მეცნიერებებისა და სამართლის მიმართულების პროფესორები, რომლებიც რელიგიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებენ.
2020 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ.