15დეკ,2020
სასტიპენდიო პროგრამა ბერლინის უნივერსიტეტებში
გერმანული ახალგაზრდული ორგანიზაცია Copernicus Berlin e.V. აცდხადებს საბუთების მიღებას საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მოტივირებულ (ყველა მიმართულების) სტუდენტებს ისწავლონ ერთი სემესტრის განმავლობაში ბერლინის უნივერსიტეტებში (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი), გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა, უცხო ენის კომპეტენციები და ამასთან უფრო ახლოს გაეცნონ გერმანულ კულტურას.
სტიპენდიის ხანგრძლივობა - 6 თვე
საცხოვრებელი - გერმანული მასპინძელი ოჯახები
დაფინანსება: ყველა ხარჯი იფარება ორგანიზაციის მიერ. გარდა ამისა, სტუდენტები მიიღებენ ერთჯერად ე.წ. Welcome Money- ს და ყოველთვიურ ე.წ ჯიბის ფულს.
მთავარი მოთხოვნებია:
- სტუდენტი უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ერთ-ერთის მოქალაქე: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჟანი, ბელარუი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, კოსოვო, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, რუსეთი, სერბეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, თურქეთი, უკრაინა და უზბეკეთი
- უნდა იყოს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი (საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამების)
- მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 28 წელს
- გერმანული (B1) ან ინგლისური ენის B2 ცოდნა
- კურიკულუმგარე აქტივობებში მონაწილეობა (დოკუმენტურად დადასტურებული)
საჭირო დოკუმენტები:
- ქრონოლოგიურად შედგენილი CV ფოტოს დართვით
- სკოლის ატესტატი და უნივერსიტეტის ნიშნების ფურცელი (ერთ ფაილად აკინძული, როგორც ქართულ, ასევე გერმანულ ან ინგლისურ ენაზე ნათარგმნი)
შენიშვნა:
პირველი სემესტრის სტუდენტებს შეუძლიათ წარადგინონ მხოლოდ სკოლის ატესტატი
პირველ ეტაპზე საჭირო არ არის უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი. შესარჩევი კომისია შეამოწმებს აპლიკანტის უცხო ენის ცოდნის კომპეტენციებს გასაუბრების დროს.
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 15 დეკემბერი.
ვრცლად ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ, იხილეთ ვებ-გვერდზე
შერჩევა ხდება სამ ეტაპად:
- ონლაინ აპლიკაციების შევსება (რეგისტრაცია): 1-15 დეკემბერი
- ინტერვიუ: 10-20 თბერვალი
- მიცემული დავალებების შესრულება: 1 მარტი - 30 აპრილი
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: მთლიანი პროცესი ორგანიზებული ორგანიზაცია Copernicus Berlin e.V მიერ.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge