16ნოე,2020
გიორგი ბუტიკაშვილის საჯარო ლექცია თემაზე
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 2020 წლის 16 ნოემბერს, 19:00 სთ-ზე გაიმართება გიორგი ბუტიკაშვილის საჯარო ლექცია თემაზე "ჰიბრიდული ომის ანატომია".
რა განვითარება ჰპოვა ომმა 21ე საუკუნეში? როგორ გვესმის თანამედროვე ომების ხასიათი? რა როლი აკისრია ჰიბრიდული ომის კონცეპტს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში და როგორ განვსაზღვროთ ჰიბრიდული ომის გამოწვევები აღნიშნულ კონტექსტში? იქიდან გამომდინარე, რომ არასამხედრო საშუალებები უფრო და უფრო დიდ როლს თამაშობს თანამედროვე კონფლიქტებში, ხომ არ მივიღეთ მოცემულობა, სადაც ბუნდოვანია ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას შეეცდება ჩვენი მომხსენებელი.
გიორგი ბუტიკაშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტი და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერია.
ღონისძიება გაიმართება ონლაინ აპლიკაცია zoom-ის მეშვეობით აღნიშნულ ბმულზე: https://bit.ly/2HR8KIZ