08ივნ,2021
IV საერთაშორისო სიმპოზიუმი „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“
განთავსების თარიღი:22/03/2021
2021 წლის 8-9 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი: “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში", რომლის მიზანია კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში რომის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობის გაანალიზება;
სიმპოზიუმის ორგანიზატორია საბაუნი (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი) და საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიასთან არსებული კულტურისა და ეკლესიათშორისი ურთიერთობების კომისია;
სიმპოზიუმი მიეძღვნება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადების 150 წლისთავს, შესაბამისად, განსაკუთრებით მისასალმებელი იქნება მოხსენებები, რომლებიც აღნიშნულ თემას შეეხება.
სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილია კულტურულ-ისტორიული გასვლითი ღონისძიება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში;
წაკითხული მოხსენებები ტრადიციისამებრ, გამოიცემა კრებულის სახით;
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, იტალიური.
მნიშვნელოვანი ვადები:
- 2021 წლის 22 აპრილი _ სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის განაცხადის მიღების ბოლო ვადა; რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა.
- 2020 წლის 24 მაისი _ სტატიების ჩაბარების ბოლო ვადა.
სტატიების მიღება შესაძლებელია ელექტრონულად მისამართზე – conference@sabauni.edu.ge;
აუცილებელი მოთხოვნები:
- მოხსენების რეგლამენტი - 12 -15 წთ.
- მოხსენების მოცულობა - 6 -7 გვერდი
- გვერდის ფორმატი - А4
- გვერდის ველი : – 2 სმ
- შრიფტი: ქართული – sylfean
- ზომა _ 12
- ინგლისური/იტალიური – Times New Roman,
- ზომა _ 12
- ინტერვალი – 1 (Single)
- აბზაცი – 1 სმ
ტექსტის სტრუქტურა:
- ავტორის გვარი, სახელი პირველ ხაზზე (Bold);
- ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14
- მოხსენება ქართულ ენაზე, რეზიუმე ინგლისურ ენაზე
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: conference@sabauni.edu.ge