18იან,2022
საერთაშორისო ზამთრის სკოლა მომავალი ლიდერებისთვის
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი იწვევს სტუდენტებს ლიდერების საერთაშორისო ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
ზამთრის სკოლაში სწავლა შეუძლია ყველას ვინც პროფესიული ზრდით არის დაინტერესებული, ვისაც ლიდერის უნარ-ჩვევების გამომუშავება, ახალი მეგობრების შეძენა, სასიამოვნო გარემოში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლება სურს.
სწავლება 10-13 თებერვალს ბაკურიანში ჩატარდება.
ტრენერები:
ნინო ქურასბედიანი - საჯარო მმართველობის დოქტორი, საბაუნის მიწვეული ლექტორი (საქართველო);
შალვა ყიფშიძე - საბაუნის ლექტორი (საქართველო);
დავიდ რუანო დელგადო - სარაგოსას უნივერსიტეტი (ესპანეთი);
ედიტა კრშიშტოფიკ - იოანე პავლე მეორის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი);
იხილეთ პროგრამა.
ზამთრის სკოლა შემეცნებით სწავლებასთან ერთად მოიცავს გასართობ აქტივობებს.
იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია!
რეგისტრაცია 3 თებერვლის ჩათვლით
გადახდის ბოლო ვადა 6 თებერვალი
კურსის ღირებულება - 385 ლარი
სარეგისტრაციო ფორმა: shorturl.at/iCOUZ
საფასურში შედის:
- 4 დღიანი ტრენინგი
- ტრანსპორტირება (ორმხრივი)
- სასტუმოში განთავსება 3 ღამე 4 დღე (სასტუმრო travel inn Bakuriani)
- სამჯერადი კვება
- სპა და აუზი
*ტრენინგი ტარდება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით: მონაწილეები აუცილებლად უნდა იყვნენ მწვანე სტატუსის - კოვიდ პასპორტის მქონე პირები.