![გამოსაშვები საღამო 2024](https://www.sabauni.edu.ge/img/events/1718626549.png)
27ივნ,2024
გამოსაშვები საღამო 2024
ადგილი:ლისი მერე (მუხათწყაროს ასახვევი)
დასაწყისი:19:00
გვიხარია, რომ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ერთად გავიარეთ.
ახლა კი დამსახურებული ჯილდოს და საუკეთესო მოგონებების შეჯამების დროა, 27 ივნისს, ჩვენს კურსდამთავრებულებს, წლის ყველაზე მნიშვნელოვან დღეზე, Graduation Party-ზე გეპატიჟებით!
ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგება:
- ოფიციალური ნაწილი - დასაწყისი 19:00 საათი
- After Party - დასაწყისი 21:00 საათი
ღონისძიების ორივე ნაწილის ჩატარების ადგილი - ლისი მერე (მუხათწყაროს ასახვევი)
გიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცნოთ:
ყველა კურსდამთავრებულმა, რომელიც ღონისძიებას დაესწრება, აუცილებლად უნდა გაიაროს რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/4b8zQCS
ღონისძიებაზე დასწრების საფასური - 80 ლარი უნდა ჩარიცხოთ ანგარიშზე - GE97BS0000000037536350 და დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი, პ/ნ, Graduation 2024.
თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადაა 24 ივნისი, 13:00 საათი.
მანტიები ადგილზე გადმოგეცემათ.
ღონისძიებასთან დაკავშირებულ დეტალებზე, კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ - student.affairs@sabauni.edu.ge