![მე-2 საერთაშორისო კონფერენცია: სამედიცინო განათლების გამოწვევები](https://www.sabauni.edu.ge/img/events/1715844808.png)
17დეკ,2024
მე-2 საერთაშორისო კონფერენცია: სამედიცინო განათლების გამოწვევები
ადგილი:სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
განთავსების თარიღი:5/07/2024
2024 წლის 17 დეკემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება მერე საერთაშორისო კონფერენცია - „სამედიცინო განათლების გამოწვევები“.
კონფერენციის პარტნიორები:
• იოანე პავლე II ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი
• კამელიელთა სამედიცინო ცენტრი
კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას ამ სფეროში არსებულ საკითხების მიმოხილვით, პრობლემების იდენტიფიცირებითა და მოგვარების გზების ჩამოყალიბებით. მიზნის მისაღწევად მოწვეულია ექსპერტები და სპეციალისტები.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორებს, დოქტორთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, დოქტორანტებს და პრაქტიკოს ექიმებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, რომელთა საქმიანობა პირდაპირ ან ირიბად ეხება სამედიცინო განათლებას.
სამუშაო ენა: ინგლისური
ჩატარების ადგილი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
კონფერენციაში მონაწილებისთვის, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბმულზე.
სამეცნიერო კომიტეტი: ჯილდა ჭეიშვილი (სულხან-საბა ორელიანი უნივერსიტეტი, საქართველო); ჰანადი ჰანადალაჰი (ჩესტერის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო), მიტრა ამინი (შირაზის სამედიცინო უნივერსიტეტი, ირანი), რიჟარდ მაჩიევსკი (იოანე პავლე II ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი, პოლონეთი), კობა კაბოსნიძე (კამელიელთა სამედიცინო ცენტრი, საქართველო), ირინე ფხაკაძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო)