![საჯარო ლექცია: ,,სტრატეგიული კომუნიკაციების როლი უსაფრთხოების ცვალებად გარემოში"](https://www.sabauni.edu.ge/img/events/1715163761.png)
14მაი,2024
საჯარო ლექცია: ,,სტრატეგიული კომუნიკაციების როლი უსაფრთხოების ცვალებად გარემოში"
ადგილი:კ. ქუთათელაძის #3 (სტუდენტური სივრცე)
დასაწყისი:17:00 საათი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, საბაუნიში გაიმართება საჯარო ლექცია: ,,სტრატეგიული კომუნიკაციების როლი უსაფრთხოების ცვალებად გარემოში".
თარიღი: 14 მაისი
დრო: 17:00 საათი
მისამართი: კ. ქუთათელაძის №3, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (სტუდენტური სივრცე #401)
მომხსენებელი: დავით უჩაძე, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიის მაგისტრი, ლონდონის ქინგსის კოლეჯი (KCL); საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს ხელმძღვანელი.
განსახილველი საკითხები:
- რა არის სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა და რას მოიცავს მისი ძირითადი ელემენტები: ნარატივი, სამიზნე აუდიტორიის ანალიზი, საინფორმაციო გარემო;
- საინფორმაციო რევოლუციისა და ციფრული საზოგადოების ჩამოყალიბების გავლენა თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე;
- სტრატეგიული კომუნიკაციები, როგორც ერთიანი ეროვნული მიდგომა მტრული პროპაგანდისა და საინფორმაციო ოპერაციების წინააღმდეგ.