![წიგნების პრეზენტაცია - „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა“ და „ლუმპენ მილენიუმი“](https://www.sabauni.edu.ge/img/events/1716193545.png)
22მაი,2024
წიგნების პრეზენტაცია - „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა“ და „ლუმპენ მილენიუმი“
ადგილი:კ. ქუთათელაძის #3 (ბიბლიოთეკა #301)
დასაწყისი:17:00
22 მაისს, 17 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის საგანმანათლებლო-შემეცნებითი კლუბის, „იაკამის“ ორგანიზებით, საბაუნიში, მწერლისა და რეჟისორის, ბესო სოლომანაშვილის ორი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
„ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა“ და „ლუმპენ მილენიუმი“ ტრილოგიად ჩაფიქრებული ამბის პირველი ორი წიგნია. რომანებში აღწერილია საბჭთა გამხრწნელი რეალობა, ნამუსგარეცხილი რუსი და ქართველი ჩინოვნიკების ამორალური ქმედებები; გვხდებიან სამშობლოს გამყიდველი, როგორც ისტორიული, ასევე გამოგონილი პერსონაჟები. ნაწარმოებებში ნათლადაა დახატული, როგორ სპობს და ანადგურებს რუსული ჩექმა ყველაფერს ნათელსა და კეთილშობილს ყველგან, სადაც კი დააბიჯებს.
მისამართი: კ. ქუთათელაძის №3, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (ბიბლიოთეკა #301)