ხატია ხაფავა
უნივერსიტეტი ლუმსა (იტალია)
საბაუნის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ხატია ხაფავა, ის ორგანიზაცია FUCEს დაფინასებით მონაწილეობას იღებდა საზაფხულო სკოლაში (იტალია). ხატია თავისი შთაბეჭდილებების შესახებ:
"მონაწილეობა მივიღე იტალიის ქალაქ გუბიოში გამართულ საზაფხულო სკოლაში თემაზე "ჰუმანიზმის განვითარების პროცესი ევროპაში", რომელიც ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა უნივერსიტეტ LUMSA-ში.
საზაფხულო სკოლა ჩემთვის ნამდვილად იყო ახალი, განსხვავებული და დასამახსოვრებელი გამოცდილება. მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა საქართველოს პრობლემატურ საკითხებზე და გამეზიარებინა ჩვენი ქვეყნის კულტურია სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის, შემეძინა ბევრი ახალი მეგობარი, დამეძლია ენობრივი ბარიერი და მემოგზაურა - ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული კულტურის მქონე ქვეყანაში.
ნამდვილად ბედნიერი ვარ იმ ერთი კვირით, რომელიც ჩემმა უნივერსიტეტმა, ჩემმა საბაუნიმ მაჩუქა. ეს ყველაფერი იყო ემოცია და გამოცდილება, რომელიც ყოველთვის თან გამყვება და დამეხმარება უფრო დიდი მიზნების მიღწევაში.