ია კიწბაბაშვილი
ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
ია კიწბაბაშვილი, ბიზნესის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია, რომელმაც 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრი, Erasmus+ ICM პროგრამის ფარგლებში ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ისწავლა. ია თავის გამოცდილებას გვიზიარებს.
- რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები ამ პროგრამასთან დაკავშირებით (რა გამართლდა და რა არა?)
პროგრამამ ნამდვილად გაამართლა მოლოდინები და არსებული რესურსების ფარგლებში იმაზე მეტი მოგვცა ვიდრე შეეძლო. სასწავლო პროგრამა ორ ეტაპად გავიარე სწავლის პირველი თვე აუდიტორიული შეხვედრებით შემოიფარგლა რომელიც ნამდვილად დაუვიწყარი და საინტერესო იყო, ლექციები ორიენტირებული იყო პრაქტიკაზე, კრიტიკული აზროვნების უნარის გაუმჯობესებაზე, ანალიზისა და მსჯელობის უნარების გამომუშავებაზე, მეორე ნაწილი კი ონლაინ სასწავლო რეჟიმზე გადავედით, მართალია უნივერსიტეტი და სტუდენტებიც გამოწვევის წინაში აღმოვჩნდით,თუმცა ონლაინ სასწავლო პროცესმა ვთვლი რომ კარგი შედეგი გამოიღო. ყველა ის საგანი რომელიც აქტიურად ტარდებოდა ონლაინ მორგებული იყო ჩვენს ინტერესებს, რადგან ლექტორები ჩვენთან კონსულტაციის შემდეგ ცდილობნენ ჩვენთვის საინტერესო და მსჯელობაზე დამყარებული სალექციო კურსი შემოეთავაზებინათ.
- რა იყო ყველაზე მთავარი ბენეფიტი თქვენთვის ამ პროგრამიდან?
პროგრამის ყველაზე დიდი ბენეფითი ეს არის კონტაქტები, რომელიც სამწუხაროდ უჩვეულ გარემოში დავამყარე, თუმცა ვთვლი რომ მიზანს მივაღწიე. მიუხედავად ყველაფრისა, შეძელი საინტერესო მეგობრების შეძენა. ეს იყო ახალი გამოწვევები, ახალი გარემო, უჩვეულო სასწავლო რეჟიმი, ევროპული განათლების სისტემის გაცნობა თვითდარწუნებისა და დამოუკიდებლობის შეძენა, ეს ერთგვარი კულტურული ღირებულებიები გაცვლის საშუალება რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- რომელი პერსონალური უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს პროგრამა?
პროგრამა დამეხმარა გამეუმჯობესებინა ანალიზის, სწრაფი რეაგირების, სტრესთან გამკლავების, თავისუფალი აზროვნებისა და არსებული რეალობის უპირატესობად ქცევის უნარი. პროგრამა დამეხმარა გამეთვიცნობიერებინა რომ მოცემულობის შეცვლა ძალიან მარტივია, ამისთვის მხოლოდ სხარტი, მარტივი, თამამი და ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილებაა საჭირო.
- რომელი პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს მობილობა?
პროფესიული უნარებიდან გამოვყოფდი კომპიუტერული უნარების განვითარებას, კომუნიკაცის უნარის დახვეწა, უცხო ენის დონის ამაღლება, სწრაფი პრაქტიკული გადაწყვეტილების პოვნა და მისის განხორციელების უნარი ასევე სტრესთან გამკლავების უნარები.
- იქ ნასწავლი საგნებიდან რომელ სასწავლო კურსებს გამოყოფდით ყველაზე მეტად? და რატომ?
ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნა საგანი მოლაპარაკებიების წარმოებისა და პროტოკოლის კულტურა აზიაში, ამ საგნის დახმარებვით შევძელი გავცნობოდი ისეთი აზიური ქვეყნების მოლაპარაკების ხელოვნებას რომელიც ჩემთვის როგორც პროფესიულად, ასევე, პიროვნუულად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. შევძელი გავცნობოდი მათ კულტურას, ღირებულებებს, შეხედულებებსა და რელიგიურ ფასეულობებს, ვთვლი, რომ ახლა შემიძლია თამამად და უხერხულობის თავიდან აცილებით შევძლო საქმიანი ურთიერთობის დამყარება ისეთ აზიურ კომპანიებთან როგორიცაა ჩინეთი, კორეა, ინდოეთი.მეორე სასწავლო კურსი რომელიც მოლოდინზე მეტი აღმოჩნდა ეს არის კულტურული ეკონომიკა, ამ საგანმა სრულიად სხვა მხრიდან დამანახა კულტურული ნაგებობების გამოყენებისა და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების საშუალება როგორც ჩემს ქვეყანაში ასევე მთელს მსოფლიოში. ამ კურსის დახმარებით შევძელი გაცნობიერებულად დამენახა ის დიდი ტურისტული პოტენციალი რომელიც ჩემს ქვეყანას აქვს.
6. თუ იყო ისეთი სასწავლო კურსი, რომელიც უცხოეთში გაიარეთ და რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, ვერ გაივლიდით საქართველოში...
რომ არა ეს გაცვლითი პროექტი ვერ გავივლიდი საგანს expatriate executives and workers management ეს საგანი საშუალებას გვაძლევდა სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს გვესაუბრა ჩვენს ქვეყანაში მოვლენილი უცხოელი მომუშავეების გამოცდილებასა და გამოწვევაზე, ეს კურსი სწორედ იმიტომ იყო საინტერესო რომ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე გვაწვდიდა ინფორმაციას, იმ ხარვეზებზე იმ გამოწვევაზე გარემოზე რომლის გაუმჯობესებაც შესაძლებელია, რათა გამარტივდეს გლობალური სამუშაო გარემო.
- რა მოგენატრებათ ყველაზე მეტად?
ყველაზე ძალიან მომენატრება ის თავისუფლების და ახლის შეცნობის, შეგრძნების სურვილი რომელიც ჩასვლისთანავე დამეუფლა. ეს მართლაც საოცარი გაცვლითი პროგრამა იყო ჩემთვის, რომ არა ეს პანდემია დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო დიდი ემოციით აღსავსე დავბრუნდებოდი ჩემს ქვეყანაში. მომენატრება ხალხი რომელიც უსაზღვრო პატივისცემითა და ინტერესით იყო გამსჭვალული როგორც ჩემი, ასევე ჩემი ქვეყნისადმი. მომენატრება ის შეგრძნება როცა საქართველოზე წარდგენილი თითოეული პრეზენტაცია უსაზღვრო ინტერესსა და აპლოდისმენტებს იმსახურებდა.
- შეადარეთ სტუდენტის ცხოვრება საქართველოსა და უცხოეთში ...
სრულიად განსხვავებულია საქართველოში არსებული სტუდენტობა და უცხოეთში ცხოვრება, ეს არის დროის ბალანსი თავისუფალ დროსა და სწავლაში, რეჟიმი რომელიც გიბიძგებს იყო მობილიზებული, სტუდენტები რომლებიც მზად არიან ნებისმიერი საკითხის განხილვაში, თამამად საუბრობენ მათი ქვეყნისა თუ პირად პრობლემებზე, გამოწვევაზე სურვილებზე. სურვილი იმუშაონ გუნდურად და თითოეული გაურკვევლობის შემთხვევაშ დაეხმარონ ერთმანეთს, პასუხისმგებლობისა და დავალებების თანაბრად განაწილება, რაც აადვილებს მიზნის მიღწევას და მუდმივი მობილიზაცია გართობისა და მიღწეული მიზნის აღსანიშნავად
9. რა უპირატესობა აქვს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას? რატომ უნდა მიიღოს სტუდენტმა მონაწილეობა მსგავს პროგრამაში
სტუდენტმა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ახალი გამოწვევების გასაცნობად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად და თვითშეცნობისთვის, სწორედ უცხოეთში მიღებული გამოცდილება გვაყალიბებს ისეთ ადამიანებად რომელიც აქამდე ჩვენთვის უცნობი იყო, აცნობიერებ შენს ძლიერ და სუსტ მხარებს და ახალი ცნობიერებით კიდევ უფრო ცდილობ გაიზარდო და ახალი მწვერვალები დაიპყრო.
10. თქვენი რეკომენდაცია სხვა სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში
იბრძოლეთ თქვენი მიზნებისთვის, მე ეს შევძელი სკოლის დროინდელი ოცნება ავიხდინე და სასწავლებლად წავედი უცხოეთში. გააკეთეთ ყველაფერი თქვენი წილი წარმატებისთვის, დაძლიეთ შიში და ისწავლეთ უკეთესი მომავლის შესაქმნელად.
11. დაასრულეთ წინადადება: რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, მე კიდევ უფრო მეტად ვიშრომებდი ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის.