გაცემის წესი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სტუდენტების სწავლის, ასევე მათი მხრიდან სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის წახალისების მიზნით, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, გასცემს სტიპენდიებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებზე.
სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმები:
აკადემიური მოსწრება - 65 ქულა
აკადემიურ მოსწრების კომპონენტი იყოფა ორ ნაწილად:
-
ინგლისური ენა - 35 ქულა;
-
სხვა სასწავლო კურსები - 30 ქულა.
აქტივობა - 35 ქულა
აქტივობად, სტიპენდიის გაცემის მიზნებისთვის, ითვლება
-
ფაკულტეტის ინიციატივით სხვადასხვა ღონისძიებში (როგორიცაა საჯარო ლექცია, კონფერენცია, ტრენინგი, სემინარი, ოლიმპიადა და სხვა დაგეგმვა-განხორციელებაში) მონაწილეობა;
-
სტატიის გამოქვეყნება;
-
უნივერსიტეტის PR აქტივობებში მონაწილეობა,
-
სკოლებთან, დამსაქმებლებთან და სხვა დაწესებულებებთან კავშირების დამყარება
-
და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობს საბაუნის სტუდენტი.
სტიპენდიის გაცემა წარმოადგენს უნივერსიტეტის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.
უფრო ვრცლად სტიპენდიის გაცემის წესთან დაკავშირებით ნახეთ სტიპენდიის გაცემის წესი
სტიპენდიები
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში მოქმედებს რამდენიმე სახის სტიპენდია:
სულხან-საბა ორბელიანის სახელობითი სტიპენდია, რომელსაც იღებს ფაკულტეტზე თითო, ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტი.
ფაკულტეტის სტიპენდია
ფაკულტეტის სტიპენდია გაიცემა რეიტინგული სიის მიხედვით სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდიის შემდეგ ადგილებზე მყოფ სტუდენტებზე (გარდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა)
ბაზის ბანკის სტიპენდია
ექსკლუზიურად სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 2014-2015 სასწავლო წლიდან გაიცემა ბაზის ბანკის სახელობის სტიპენდია, რომელსაც იღებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი (რეიტინგული სიიდან)
მიხეილ თამარაშვილის სახელობის სტიპენდია
მიხეილ თამარაშვილის სახელობის სტიპენდია არის თეოლოგიის ფაკულტეტის ექსკლუზიური სტიპენდია. სტიპენდიას იღებს ფაკულტეტის რეიტინგში მეორე სტუდენტი.