თეოლოგია (ბაკალავრი)
სპეციალობა: თეოლოგია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი თეოლოგიაში
კოდი ცნობარში: 0880109
სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)
სწავლების ენა:ქართული
წლიური გადასახადი: 1500 ლარი
პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია
პროგრამის ხელმძღვანელი: თეიმურაზ ბუაძე
- ერთადერთი აკრედიტირებული პროგრამა კავკასიის რეგიონში;
- ექსკლუზიური გაცვლითი პროგრამა ევროპის 10 უნივერსიტეტში;
- დამატებითი სპეციალობის არჩევის შესაძლებლობა (მენეჯმენტი, ტურიზმი, საერთაშორისო ურთიერთობები
სტუდენტებს აძლევს თეოლოგიური განათლების ყველა საბაზისო ელემენტს. განსაკუთრებულ თავისებურებად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მთავარი თეოლოგიური დისციპლინები ისწავლება ინტერკონფესიონალური მიდგომით, მართლმადიდებლური და კათოლიკური ტრადიციის მიხედვით. ბევრ თეოლოგიურ სასწავლო კურსს ასწავლის ამ დარგის ავტორიტეტული და პოპულარული აკადემიური და მოწვეული პერსონალი.
თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს თეოლოგიის საფუძვლიანი შესწავლის პარალელურად შეუძლიათ ჟურნალისტიკისა და ფსიქოლოგიის ძირითადი საკითხების შესწავლა, რაც მათ საშუალებას მისცემთ თეოლოგიური კომპეტენცია ადამიანთა შორის ურთიერთობებსა და მედია სფეროებში გამოიყენონ. სტუდენტებს დამატებითი სპეციალობის (Minor) ფარგლებში შეუძლიათ აირჩიონ საერთაშორისო ურთიერთობების, ტურიზმისა და მენეჯმენტის პროგრამები, რაც მათ შეძენილი ცოდნისა და უნარების გამოყენებით შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებას გაუადვილებს.