დანაშაულისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრი
დანაშაულისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრის მისიაა დანაშაულის, დანაშაულის პრევენციისა და კონტროლის და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის საქმიანობის თაობაზე ცნობიერების ამაღლება, ასევე, არსებული ცოდნის გადაფასება.
ცენტრის მიზნებია:
- სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების ხელშეწყობა და სწავლების გაფართოება;
- უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესების ეფექტიანად წარმართვის, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;
- კვლევითი, საგანმანათლებლო-საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება, გამოყენებითი მიმართულების სამუშაოების წარმოება საერთაშორისო, სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვეთით და გრანტით.
ცენტრის ხელმძღვანელია სამართლის დოქტორი უშანგი ბახტაძე
საკონტაქტო ინფორმაცია:
- ელ.ფოსტა:
- ტელ.: +99532 242 22 42
- მის.: კ.ქუთათელაძის N 3,
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი