20დეკ,2020
შემოდგომის სემესტრის სტიპენდიანტები
საბაუნი იწყებს 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრის სტიპენდიანტების გამოვლენას.
სტიპენდიანტების გამოვლენა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
აკადემიური მოსწრება - 65 ქულა (აკადემიურ მოსწრების კომპონენტი ნაწილდება ორად: ინგლისური ენა - რომელიც იკავებს 65 ქულიდან 35 ქულას, ხოლო დანარჩენი 30 ქულა ეთმობა სხვა სასწავლო კურსებში მიღებულ შეფასებებს).
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის გაცემის წესთან დაკავშირებით
სტიპენდიანტობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოთ 20 დეკემბრის ჩათვლით.
ყურადღებით გაეცანით ფორმას და აუცილებლად მიამაგრეთ აქტოვობების დამადასტურებელი სერტიფიკატები შესაბამის პუნქტს - ფორმატით (Zip File).
შენიშვნა 1: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ მხოლოდ 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრში მიმდინარე აქტივობები.
წარმატებას გისურვებთ !
შენიშვნა 2: სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა, იმისათვის რომ მონაწილეობა მიიღოთ სტიპენდიანტების კონკურსში, აუცილებელია ინგლისურ ენაში გქონდეთ მინიმუმ 81 ქულა.